რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბას სეპარატისტული აფხაზეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
კრემლის განცხადებით, თავის მისალოც წერილში პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რაულ ხაჯიმბას საქმიანობა „ხელს შეუწყობს საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევას, შიდა პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფასა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების ეფექტურ გადაწყვეტას“.
„რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა მჭიდრო ერთობლივი მუშაობისთვის მზადყოფნა რუსულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გამყარებისთვის, სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრობლობისთვის“, - განაცხადა კრემლმა ორშაბათს.
სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რაულ ხაჯიმბა ხმათა 50.57%-ით 24 აგვისტოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.