Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი აფხაზეთის ახალ ლიდერს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 28 აგვ.'14 / 13:38


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სეპარატისტული აფხაზეთის ახალ არჩეულ ლიდერს რაულ ხაჯიმბას ხვდება მოსკოვთან მდებარე ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში 2014 წლის 27 აგვისტოს. ფოტო: კრემლი 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტული აფხაზეთის არჩეული პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში 27 აგვისტოს მიიღო და მოსკოვსა და სოხუმს შორის „ინტეგრაციის ხარისხის გასაზრდელად“ ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების გაფორმების საკითხი განიხილა, აცხადებს კრემლი.

შეხვედრაზე, რომელიც სეპარატისტულ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნებიდან სამი დღის თავზე გაიმართა, პუტინმა და ხაჯიმბამ ასევე „განიხილეს რუსეთის მზადყოფნა გაუზარდოს ფინანსური დახმარება აფხაზეთს და ხელი შეუწყოს რუსეთის მსხვილი ინვესტორების მოზიდვას რესპუბლიკაში“.

„ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მინდა წარმატებები გისურვოთ“, - განუცხადა პუტინმა ხაჯიმბას შეხვედრის დასაწყისში.

„ვიცი, რომ აფხაზეთსა და რუსეთის შორის ურთიერთობების გაფართოების მომხრე ხართ, ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების: ეს ეხება როგორც თავდაცვის, უსაფრთხოების,  სამართალდაცვითი საქმიანობის, დანაშაულთან ბრძოლის, ისე  ეკონომიკის და სოციალურ სფეროებს“, - განაგრძო პუტინმა, „სრულად გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენ გვჭირდება ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ახალი სტანდარტების დანერგვას სამედიცინო უზრუნველყოფის, საპენსიო მომსახურების სფეროებში და გადავჭრათ რიგი სხვა არსებითი, მნიშვნელოვანი საკითხები და ამოცანები, რომელთა გადაწყვეტასაც ადამიანები  უკვე დიდი ხანია ელიან აფხაზეთში“.

ხაჯიმბამ განაცხადა, რომ თავდაცვასთან, საზღვართან, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები სოხუმისთვის მნიშვნელოვანია და ასევე ექცევა რუსეთის ინტერესებში.

„მზად ვართ განვაგრძოთ ჩვენი დიალოგი, ვისაუბროთ ამ თემებზე. ვფიქრობ, რომ ისინი პოზიტიურ განვითარებას ჰპოვებენ“, - განაცხადა ხაჯიმბამ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20