Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Foreign Policy: თბილისი აშშ-ს სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსებას სთავაზობს
Civil Georgia, Tbilisi / 23 სექ.'14 / 16:43

„ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანის მიზნით, საქართველომ აშშ-ს შესთავაზა თავის ტერიტორიაზე განათავსოს საწვრთნელი ბაზა, სადაც სირიელი მეამბოხეები საბრძოლო მომზადებას გაივლიან, იტყობინება Foreign Policy 23 სექტემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ, Foreign Policy-ს დაუდასტურა, რომ ამგვარი შეთავაზება ანტიტერორისტული საწვრთნელი ცენტრის შესახებ, სადაც შეიძლება მომზადდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმული მებრძოლები არა მარტო სირიიდან, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც, მართლაც გაკეთდა. „მაგრამ ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია", - განუცხადა გეგეშიძემ Foreign Policy-ს.

17 სექტემბერს აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ობამას ინიციატივას დაეხმარონ, მათ შორის წვრთნების სახით, ზომიერ მეამბოხე ჯგუფებს სირიაში, რომელთაც არა მარტო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, არამედ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგაც უწევთ ბრძოლა. ამ გეგმის თანახმად, საუდის არაბეთში, დაახლოებით, 5 000-მა მეამბოხემ უნდა გაიაროს წვრთნები.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის ინიციატივით შექმნილ კოალიციაში საქართველოს შესაძლო წვლილი იყო განხილვის ერთ-ერთი საკითხი, როდესაც თბილისს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი სტუმრობდა. მაშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია თავისი წვლილი წვრთნების სახით შეიტანოს, თუმცა სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.

საქართველოს მზადყოფნა თავისი წვლილი შეიტანოს კოალიციაში ასევე დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, როდესაც მან ერაყში შექმნილი ვითარების თაობაზე გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას მიმართა 19 სექტემბერს.

Foreign Policy-ის ცნობით პენტაგონი ჯერ არ აკონკრეტებს დათანხმდა თუ არა ამერიკული მხარე საქართველოს შეთავაზებას და არც იმაზე აკეთებს კომენტარს, რა დრო დაჭირდება ამ წინადადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
122