Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი განიხილავს თუ რა ფორმით შეიტანს წვლილს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში
Civil Georgia, Tbilisi / 23 სექ.'14 / 17:58

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა არცერთი ვარიანტი არ ითვალისწინებს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში.

„საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და ნატოსთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში. საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზები ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 23 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

„მოკავშირეებთან ერთად განხილული არც ერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც  Foreign Policy-მა აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით 23 სექტემბერს დაწერა, რომ  საქართველომ აშშ-ს შესთავაზა თავის ტერიტორიაზე განათავსოს საწვრთნელი ბაზა, სადაც სირიელი მეამბოხეები საბრძოლო მომზადებას გაივლიან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამოქმედოდ. გამოცემას საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ დაუდასტურა, რომ ამგვარი შეთავაზება მართლაც გაკეთდა, თუმცა Foreign Policy-ის თანახმად, პენტაგონი ჯერ არ აკონკრეტებს დათანხმდა თუ არა ამ წინადადებას.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის ინიციატივით შექმნილ კოალიციაში საქართველოს შესაძლო წვლილი იყო განხილვის ერთ-ერთი საკითხი, როდესაც თბილისს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი სტუმრობდა. მაშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია თავისი წვლილი წვრთნების სახით შეიტანოს, თუმცა სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.

საქართველოს მზადყოფნა თავისი წვლილი შეიტანოს კოალიციაში ასევე დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, როდესაც მან ერაყში შექმნილი ვითარების თაობაზე გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას მიმართა 19 სექტემბერს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
77