Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ორ ახალი მოსამართლე აირჩია
Civil Georgia, Tbilisi / 17 ოქტ.'14 / 18:37

პარლამენტმა 17 ოქტომბერის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის  10 წლის ვადით არჩევას დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც დაახლოებით 2.5 თვის წინ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეს კანდიდატურები ჩააგდო.

არჩევის პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ, რაც იმან განაპირობა, რომ ქართული ოცნების დეპუტატებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტს სექტემბრის ბოლოს იგივე კანდიდატურები ხელახლა წარუდგინა უზენაეს სასამართლოში ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად.

ამჯერად, ნინო ბაქაქურმა 93 დეპუტატის ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ზურაბ ძლიერიშვილს ასევე ერთხმად 99 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 1 აგვისტოს გამართული პირველი კენჭისყრის დროს ბაქაქურმა 29, ხოლო ძლიერიშვილმა 27 ხმა დააგროვა. მაშინ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც „აბსოლუტურად გაუგებარი“.

ამჯერად, პრეზიდენტი მარგველაშვილი მიესალმა პარლამენტის გადაწყვეტილებას. 

"მოსამართლეთა რიგებს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები შეემატა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სასამართლოს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს განვითარებასა და გაძლიერებას", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილობით განცხადებაში, რომელიც 17 ოქტომბერს გავრცელდა.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42