Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალური მოძრაობა 15 ნოემბერს საპროტესტო აქციას გეგმავს
Civil Georgia, Tbilisi / 25 ოქტ.'14 / 13:40

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს მთავრობა „არაფრის კეთებაში“ დაადანაშაულა იმ ფონზე, როცა რუსეთი აფხაზეთის „ანექსიას“ ცდილობს და 15 ნოემბერს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია დააანონსა.

„ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ღია, თავხედური პრაქტიკულად დე იურე ანექსიის მცდელობა და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს საკითხი იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ ამა წლის 15 ნოემბერს დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე მოვაწყოთ საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც იქნება ხმის მიწვდენა როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, საქართველოს მიწა–წყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონ ადამიანს და რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია–ანექსიას“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას, ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას და თითოეულ მოქალაქეს, ვინც იზიარებს ჩვენს შეშფოთებას მთავრობის მიერ უსაფრთხოებასა და რუსეთთან მიმართებაში წარმოებული კაპიტულანტური პოლიტიკის გამო, შემოუერთდნენ ამ აქციას და ვაცხადებთ მზადყოფნას დავიწყოთ კონსულტაციები ყველასთან 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით“, – დასძინა მან.

ჯაფარიძეს ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისის წინ თანაპარტიელების თანხლებით გააკეთა. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველო „უდიდესი გამოწვევის“ წინაშე დგას, რასაც ერთიანი პასუხი სჭირდება საზოგადოების მხრიდან.

„მე მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, იმ ძალებს, რომელიც ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთი არის ჩვენი მწარე წარსული, ხოლო საქართველოს მომავალი არის ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, სადაც ქართველები და აფხაზები ცხოვრობენ ერთად; ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თვლის, რომ დღევანდელ სიტუაციაში ხელების ჩამოყრა და კაპიტულანტობა ნიშნავს საქართველოს ინტერესების ღალატს...  თითოეულ პატრიოტ ადამიანს ჩვენ მოვუწოდებთ ერთად დავდგეთ 15 ნოემბერს, ერთად ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართველები ვდგავართ მაგრად, ქართველები ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ამ მიზნით ჩვენ ვთავაზობთ ყველას, რომ 15 ნოემბრამდე დარჩენილ პერიოდში ჩავატაროთ კონსულტაციები, გავერთიანდეთ, რათა ჩვენი ერთად დგომით დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმ დე იურე ანექსიის პროცესისგან, რომელიც დღეს მიმდინარეობს“, – განაცხადა ბაქრაძემ.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29