Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე გადადის
Civil Georgia, Tbilisi / 30 ოქტ.'14 / 13:44

ევროკომისიამ განაცხადა 29 ოქტომბერს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე ანგარიში დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ შეასრულა პირველი ფაზის მოთხოვნები, რომლებიც საჭირო კანონმდებლობის მიღებას უკავშირდებოდა და შესაძლებელია სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის დაწყება, რომლის ფარგლებშიც ევროკომისია ამ კანონმდებლობის იმპლემენტაციას  დააკვირდება.

„მსურს მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას მის მიერ განხორციელებული ძალისხმევა. მათ აჩვენეს მნიშვნელოვანი ერთგულება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების გატარების კუთხით. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროცესში, რომელიც საქართველოს დააახლოებს ევროკაშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის დამყარების მიზანთან“, - განაცხადა ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომმა.

საქართველომ და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყეს, ხოლო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა,  რაც  წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად, საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს გადაეცა.  

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მთელ რიგ სფეროებს მოიცავს, რომლებიც ეხება დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის და მიგრაციის მართვას; მობილობას და თავშესაფარს, ასევე სხვა საკითხებს, როგორიცაა კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების და უმცირესობების დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა.

პირველი ფაზის ამოცანები მოიცავდა პოლიტიკური ჩარჩოს, რაც ასევე გულისხმობდა  შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, ხოლო მეორე ფაზის ამოცანებია კანონმდებლობის ეფექტური და მდგრადი განხორციელების პრაქტიკაში დანერგვა.

2013 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ევროკომისიამ პირველი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე, ქვეყანამ მთელი რიგი კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო სხვადასხვა სფეროებში, დაწყებული დოკუმენტების უსაფრთხოებისა და თავშესაფრის მიღების და დამთავრებული ანტიკორუფციული და ფულის გათეთრების სფეროებით. საქართველომ ასევე მიიღო ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.     

კომისიის განცხადებით, 2014 წლის ზაფხულში პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობაში გატარებული „მნიშვნელოვანი ცვლილებები“ და ასევე გაზაფხულზე მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი „ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის მიმართ“.

ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მეორე და საბოლოო ანგარიშში საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის განხორციელების პირველ ფაზასთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ ევროკომისია იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას ამ სფეროში, ხოლო მეორე ფაზის განმავლობაში ახალი რეგულაციების განხორციელებაზე მონიტორინგი გაგრძელდება.

„პირველ და მეორე ანგარიშებში აღწერილი საკანონმდებლო და პოლიტიკური განვითარება დასტურია საქართველოს ნამდვილი ერთგულებისა ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის მიმართ. განხორციელებული რეფორმების შინაარსის და ხარისხის დეტალური ანალიზის შედეგად კომისიას აქვს შესაძლებლობა დაასკვნას, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა სამოქმედი გეგმის პირველი ფაზის ამოცანები და ახლა მეორე ფაზის ამოცანები უნდა შეფასდეს“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც,  "შემდგომ პროგრესზე" ანგარიში ევროპარლამენტს და ევროკომისიას 2015 წელს წარედგინება.  

„კომისია გამოთქვამს მზადყოფნას დახმარება გასწიოს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციონალური ჩარჩოს აღსრულების კუთხით“, - ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 20 ოქტომბერს, რომ საქართველოს მიზანია უვიზო რეჟიმის თაობაზე „რეკომენდაცია“ ევროკავშირისგან აღმოსავლეთ პარტნიორობის 2015 წლის რიგის სამიტზე მიიღოს. 

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ რიგის სამიტის შემდგომ ჩვენ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან; ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო მიიღებს შესაბამის რეკომენდაციას, რაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი ამ პროცესისთვის“, – განაცხადა ფანჯიკიძემ 20 ოქტომბერს.

29 ოქტომბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო მიესალმა ევროკომისიის გადაწყვეტილებას და დაადასტურა მზადყოფნა „განახორციელოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2 ფაზით გათვალისწინებული მოთხოვნები“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23