Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
Civil Georgia, Tbilisi / 30 ოქტ.'14 / 19:06

თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ოქტომბერს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ერთ ყოფილ და ოთხ მოქმედ თანამშრომელს, რომელთაც გაფლანგვის ბრალი აქვთ წაყენებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის საქმესთან დაკავშირებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო მოსმენა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ვინაიდან საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. თავად სახელმწიფო შესყიდვას ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ ასევე საიდუმლო გრიფი ედო. თავდაცვის სამინისტრომ, რომლის თქმითაც, ყველა შესყიდვა „საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით“ განხორციელდა, საქმეზე გრიფის მოხსნისკენ მოუწოდა გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. 

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის და გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დაკავებული თანამშრომლები უარყოფენ ბრალდებებს. მათი ადვოკატები დარღვევებზე მიუთითებენ,  რადგანაც მათ ბრალდების მხარემ უარი უთხრა სასამართლო მოსმენამდე საქმის მასალების ასლების გადაცემაზე. 

ამ დაკავებებმა სპეკულაციები წარმოშვა იმის თაობაზე, რომ ეს შესაძლოა კოალიცია ქართულ ოცნებაში მიმდინარე შიდა ბრძოლის ნაწილი იყოს, რომლის სამიზნეც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა. ეს უკანასკნელი ამჟამად გერმანიას სტუმრობს და საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. დაკავებების შემდეგ ასევე პარალელები გაივლო იმ საქმესთან, რომელიც  2013 წლის მაისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის ასევე გაფლანგვის ბრალდებით დაკავებას უკავშირდება; მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ამ დაკავებების შემდეგ თანამდებობა დატოვა. თუმცა, ცხრა თვის თავზე სამინისტროს თანამშრომლებს გაფლანგვის ბრალდებები მოეხსნათ.     

ალასანიას მოკავშირეებმა თავისუფალი დემოკრატებიდან, მათ შორის სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა და ზოგიერთმა დეპუტატმა გამორიცხეს თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესაძლებლობა.    

30 ოქტომბერს საკითხზე კომენტარი აშშ–ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც გააკეთა, რომელშიც აღნიშნა: „ჩვენ სრულად ვენდობით მინისტრ ალასანიას“.

 „ვიცი, რომ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაისვა“, – განაცხადა ნორლანდმა, „პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ შეერთებული შტატები სრულად ენდობა საქართველოს, როგორც მის პარტნიორს სამხედრო და თავდაცვის საკითხებში, იქნება ეს საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი თუ საქართველო-ნატოს ურთიერთობა“.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვენდობით მინისტრ ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ გუნდს. მივესალმებით მათ განცხადებას, რომ ისინი სრულად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან. ყოველთვის, როდესაც გაისმის კორუფციის ბრალდება, საქმე საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს. მივესალმებით ამგვარ გამოძიებას. როგორც ყოველთვის, ვთხოვთ მთავრობას ამ გამოძიებასაც სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით მიუდგეს.“

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16