Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ კოალიციაში „მიმდინარე კრიზისის“ შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 4 ნოე.'14 / 19:31

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ვენაში ვიზიტის ფარგლებში გააკეთა პირველი კომენტარი და განაცხადა, რომ კოალიციაში მიმდინარე „კრიზისი“ და „პოლიტიკური დაპირისპირება“ საფრთხეს უქმნის „ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ქართულ ჯარს“.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კოალიციაში მიმდინარე კრიზისს, მაგრამ არ გაგვიკეთებია განცხადება გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია,  რომ კოალიციის სუბიექტებმა თავისი რესურსით უნდა დაძლიონ ეს ვითარება“, - განუცხადა მარგველაშვილმა 4 ნოემბერს ქართველ ჟურნალისტებს.

„ჩვენ არაერთხელ ხაზი გაგვისვამს იმისთვის, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან“, - აღნიშნა მან.

„შექმნილმა ვითარებამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და, რაც მთავარია, ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„აქედან გამომდინარე, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩავერთვებით ამ პროცესების დარეგულირებაში,“-აღნიშნა მან.

პრეზიდენტი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო „ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების” გაეროს მეორე კონფერენციის მუშაობაში. მან ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა თავის ავსტრიელ კოლეგასთან ჰეინც ფიშერთან, მონტენეგროს პრეზიდენტთან ფილიპ ვუჟანოვიჩთან, გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან და ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
48