Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
Civil Georgia, Tbilisi / 7 ნოე.'14 / 19:19

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ის ტოვებს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას და გადადის ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებში“.

მისმა ამ გადაწყვეტილებამ საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ვინაიდან შალვა შავგულიძის გასვლით ამ ჯგუფში 75 დეპუტატი რჩება, რაც არ არის საკმარისი 150-წევრიან პარლამენტში უმრავლესობის ფუნქციონირებისათვის, რასაც სულ ცოტა 76 დეპუტატის ერთობა სჭირდება.

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა შავგულიძე, რომელიც ბოლო დროს აქტიურად იყო ჩართული მოსმენების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებაში, ადრე ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო, თუმცა ამ მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციაში შედიოდა.  

„მე ვტოვებ ფრაქციას და პარტიას ქართულ ოცნებას და გადავდივარ ფრაქციაში და პარტიაში „თავისუფალი დემოკრატები“, - განაცხადა შავგულიძემ 7 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ოფისის დატოვების შემდეგ, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უმრავლესობის შეხვედრა იმართებოდა.

უმრავლესობის არსებობას პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს მისი რიგები მას შემდეგ, რაც მათი ლიდერი ირაკლი ალასანია გაათავისუფლეს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან.

შალვა შავგულიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი განვითარება აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც „თავისუფალი დემოკრატების“ ათი წევრიდან სამმა დატოვა მისი რიგები უმრავლესობაში დარჩენის სასარგებლოდ.

ამდენად, ქართულ ოცნებას ამ ეტაპზე ერთი დეპუტატი აკლდება იმისათვის, რომ უმრავლესობა შეინარჩუნოს პარლამენტში.

დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან განაცხადეს, რომ უმრავლესობას დაშლა არ ემუქრება, ვინაიდან მასში იმაზე მეტი დეპუტატი აპირებს გაწევრიანდეს, ვიდრე მისი რიგებიდან გადის.

უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებობს დამოუკიდებელი მაჟორიტარების ფრაქცია, რომელიც უმეტესწილად, თუმცა ყოველთვის არა, სახელისუფლებო წინადადებების მხარდაჭერისკენაა მიდრეკილი. ამ ფრაქციის ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა ადრე განაცხადა, რომ მათი დახმარება უმრავლესობას არ სჭირდებოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხს განიხილავს.

ასევე არცერთ ჯგუფს არ მიეკუთვნება 10 დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელთაგანაც ზოგიერთმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა, ზოგიერთმა კი ქართული ოცნება. ერთ–ერთი მათგანი, კობა დავითაშვილი, მხოლოდ პირობითად არის პარლამენტის წევრი და ფაქტიურად ის საერთოდ არ მონაწილეობს საპარლამენტო მუშაობაში მას შემდეგ, რაც გასულ წელს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36