Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
Civil Georgia, Tbilisi / 11 ნოე.'14 / 17:08


თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს, 11 ნოემბერი 2014 წელი. 

თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა შეცვალა რა ამ პოსტზე მაია ფანჯიკიძე, რომელიც გასულ კვირას მას შემდეგ გადადგა, რაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

თამარ ბერუჩაშვილი, კარიერული დიპლომატი, რომელიც ორ ათწლეულზე მეტია ევროპის საკითხებზე მუშაობს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2013 წლის აპრილიდან მუშაობდა.

მას 2004 წელს ცხრა თვის განმავლობაში ეკავა სახელმწიფო მინისტრის პოსტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და 2004-2010 წლებში იმავე უწყებაში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

„ქალბატონმა თამარმა ზუსტად იცის, თუ რა არის გასაკეთებელი საგარეო პოლიტიკურ სფეროში, მან ზუსტად იცის, თუ რა ამოცანების, რა გამოწვევების წინაშე  დგას დღეს ჩვენი ქვეყანას და როგორ შეიძლება  ეფექტიანად განვაგრძოთ ის კურსი, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 11 ნოემბერს, როგორც მან დაახასიათა,  „უმაღლესი კვალიფიკაციის“ მქონე ახალი მინისტრის წარდგენისას.

„ევროპული არჩევანი ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენი ურყევი ნება და მე ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ მიზნის მიღწევაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

ბერუჩაშვილის თქმით, მისთვის დიდი პატივია ახალ თანამდებობაზე ემსახუროს ქვეყანას  და მის „ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ პრიორიტეტებს, რადგან მტკიცედ მწამს, რომ საქართველოს მომავალი არ არის საქართველო ევროპული მომავალის გარეშე“.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალიან რთულ პროცესში, როგორიც არის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური გზა, მაქსიმალურად ჩართული იყოს ყველა“, - განაცხადა მან.

5 ნოემბერს მაშინ, როცა მაია ფანჯიკიძემ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, მას მიბაძეს ასევე მისმა მოადგილეებმა, მათ შორის თამარ ბერუჩაშვილმაც, რომელმაც სხვებთან ერთად განაცხადა, რომ ქვეყნის ევროპული არჩევანი საფრთხის წინაშე იდგა. თუმცა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მან პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ გადაწყვიტა თანამდებობაზე დარჩენა.

„კურსი არის შეუქცევადი“, - განაცხადა მან 11 ნოემბერს, „ეს არის ჩვენი ეროვნული და მე ვიტყოდი, ეგზისტენციალური არჩევანი. არცერთ მთავრობას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ ამ კურსს გადავუხვიოთ. რაც შეეხება ჩემს ეჭვებს, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა, როგორც ეს გამოჩნდა, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო უფრო ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა“.

„დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს და ასევე მთავრობის სხვა წევრებს, რომლებმაც ძალიან მკაფიოდ და ნათლად უპასუხეს ჩემს შეკითხვებს და მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ჩვენი წარმატების და ახალი შესაძლებლობების გამოყენების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა.   

მან ასევე განაცხადა: „ქართული დიპლომატია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ განამტკიცოს პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველა მეგობართან, შეიძინოს ბევრი ახალი მეგობარი და გააძლიეროს საქართველოს მომავალი და უსაფრთხოება“. 

გასულ კვირას, ფანჯიკიძის მსგავსად, ასევე დატოვა თანამდებობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მას შემდეგ, რაც ალასანია პოსტიდან გაათავისუფლეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის პეტრიაშვილს ვაკანტურად დარჩენილ თანამდებობაზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალ სახელმწიფო მინისტრს „რამდენიმე დღეში“ წარადგენს.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17