Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ღარიბაშვილი: ‘კიდევ უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს’
Civil Georgia, Tbilisi / 28 ნოე.'14 / 12:46

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ნოემბერს განაცხადა, რომ „კიდევ უფრო ძლიერი“ შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის წარმატების და ძლიერების საწინდარია.

შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან ათი წლისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორ წელიწადში გატარებული რეფორმები „ძალიან შთამბეჭდავია“, რადგან მოქალაქეების მიმართ მიდგომა რადიკალურად შეიცვალა  და „დღეს მოქალაქეს აღარ აქვს განცდა იმისა, რომ პოლიციელი მას ებრძვის, არამედ აქვს პოლიციელის იმედი“. 

„მთავრობა და პირადად მე, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები, ყოველთვის დავიცავ თქვენს ინტერესებს, ვინაიდან თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, - მიმართა ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მოქალაქეების ვიწრო ჯგუფს არ ესმის მნიშვნელობა იმისა, თუ რატომ უნდა იყოს კიდევ უფრო ძლიერი პოლიცია, თუ რატომ უნდა იყოს კიდევ უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემთვის პირადად კიდევ უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და ჩემი დევიზია ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქართული სპეცსამსახურები. ეს არის საწინდარი ჩვენი ქვეყნის წარმატების, განვითარების, წინსვლის და ძლიერების“, - განაცხადა მან.

„მინდა მივმართო მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ესმით, სამწუხაროდ, შეგნებულად თუ შეუგნებლად თქვენი ძალიან მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობის ფასი“, - განაგრძო მან, „მე მინდა ამ ადამიანებს ვკითხო, ვისაც არ სურს თქვენი ძლიერება, რას აკეთებენ ისინი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად? არაფერს. მათგან განსხვავებით, ჩვენ, მეც თქვენთან ერთად, შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი მიღწევებით, ჩვენი 24-საათიანი მუშაობით და დაუღალავი შრომით ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. ჩვენ ასე გვესმის სახელმწიფოს ძლიერება, ჩვენ ასე გვესმის სახელმწიფოს მშენებლობა“.

„ეს გზა გაიარა ყველა წარმატებულმა, ძლიერმა სახელმწიფომ მთელ მსოფლიოში  და მე მინდა, რომ ეს გზა გავიაროთ ჩვენ ყველამ ერთად, თქვენთან ერთად. მე მიგულეთ თქვენს რიგებში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვინაიდან მე ძალიან კარგად ვიცი თქვენი ძალიან მძიმე სამუშაო და მე ამას ძალიან ვაფასებ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ თანამშრომელს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
61