Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თიბილოვი რუსეთთან დაგეგმილი ახალი ხელშეკრულების შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 11 დეკ.'14 / 15:48

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 10 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი წინადადებაა რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ დაგეგმილ ახალ შეთანხმებაში განიხილებოდეს შესაძლებლობა რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირი შესვლიდან დაწყებული და დამთავრებული „სახელმწიფოების თანაარსებობის სხვა ფორმებით“.

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, თიბილოვმა განაცხადა, რომ მომავალ ხელშეკრულებაზე, რომელზეც მუშაობა უმოკლეს დროში უნდა დასრულდეს, რადგან მისი ხელმოწერა 2015 წლის დასაწყისში იგეგმება,  რამდენიმე დღის წინ ცხინვალში სტუმრად მყოფ ოლეგ გოვორუნთან იმსჯელა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამსახურს ხელმძღვანელობს.

„მე გამოვედი წინადადებით, რომ მომავალი ხელშეკრულება განიხილებოდეს დიაპაზონში სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირი შესვლიდან სხვა ფორმებამდე, რომლებიც დღეს მსოფლიოში არსებობს. სახელმწიფოთა თანასაარსებობის ბევრი ფორმაა. ვფიქრობ, ჩვენ ახლო დროში მივიღებთ პასუხს ამ კითხვაზე“, - განაცხადა თიბილოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან დაგეგმილი ხელშეკრულების განხილვისას საუბარი შეეხო სეპარატისტული რეგიონის თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას, სასაზღვრო რეჟიმის საკითხებს, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას, მედიცინის, განათლების, კულტურისა და ენის საკითხებს. 

სწორედ ამ მიმართულებებს მოიცავს მოსკოვის მიერ 24 ნოემბერს სეპარატისტულ აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც თბილისმა დაგმო როგორც რუსეთის მიერ მისი სეპარატისტული რეგიონის „ანექსიისკენ“ გადადგმული ნაბიჯი.

თიბილოვმა განაცხადა, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როცა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტარებისა და საზოგადოებრიობის ჩართვით უნდა შემუშავდეს რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები იმ ფონზე, როცა „არსებობს გარკვეული საფრთხეები და გამოწვევები“.

„ქართულ მხარეს, ხელისუფლების ცვლილების მიუხედევად, არაფერი არ შეუცვლია თავის აგრესიულ პოლიტიკაში, მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების აქტიური გადაიარაღება. და საქართველოსთვის შესაძლო თავდასხმის ობიექტებად რჩებიან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი“, - განაცხადა მან, „როგორც სახელმწიფოს მეთაური, მე ვალდებული ვარ შევქმნა პირობები, რათა ჩვენი მომავალი თაობები ცხოვრობდნენ სრულიად უსაფრთხოდ“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თიბილოვის „დესტრუქციულ“ განცხადებას ერთ-ერთ ვარიანტად სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების განხილვის თაობაზე, თბილისი  „შეშფოთებით“ გაეცნო. პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ 11 დეკემბერს ასევე განაცხადა, რომ რუსეთის „ძალისხმევით ხდება ასეთი განცხადებების გაკეთება“.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთის პრობლემის პარალელურად ინფორმირებულია, რომ  „იგივე პრობლემა გაჩნდებოდა ცხინვალშიც“, რის მიმართაც არის „სრული მიუღებლობა“.

„არც რუბლის სტაბილურობას არ გაამყარებს ცხინვალთან დადებული ხელშეკრულება, არც ნავთობის ფასს არ გაზრდის და ეს პრობლემები არ წყდება ცხინვალთან ხელშეკრულების გაფორმებით“, - განუცხადა პრეზიდენტმა 11 დეკემბერს ჟურნალისტებს, „პრობლემები, რომელიც არის, წყდება საქართველოსთან დიალოგის ფორმით, წყდება კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმით და ამაში არის მომავალი როგორც საქართველოსი, ასევე რუსეთის; როგორც აფხაზობის, ასევე ოსობის - საქართველოს ფარგლებში“.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა: „რუსეთთან მიერთების საფრთხე სამხრეთ ოსეთის მიმართ არსებობს უკვე 2008 წლის აგვისტოდან; ანუ იმაზე მეტი, რაც რუსეთმა მიიერთა სამხრეთ ოსეთი 2008 წლის აგვისტოში, ვეღარ მოხდება“.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
6