Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში ‘აზიანებს’ ურთიერთობებს
Civil Georgia, Tbilisi / 22 დეკ.'14 / 13:12

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან უთხრა უკრაინის ხელმძღვანელობას, რომ მათი ახლო ურთიერთობები საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის მოკავშირეებთან, ასევე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში, აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს.

„ჩვენს მიერ ძებნილი, ინტერპოლით ძებნილი ადამიანები იქ კომფორტულად არიან მოკალათებული - უკრაინის მთავრობაში. ეს მხოლოდ საზიანო იქნება, პირიქით, მე ვფიქრობ, უკრაინის მთავრობისთვის, მათი იმიჯისთვის“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 20 დეკემბერს სამტრედიაში, სადაც ის ქართულ–ჰოლანდიური ერთობლივი საწარმოს მიერ სასათბურე მეურნეობის გახსნას დაესწრო.

„უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია; უკრაინის მთავრობას ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ ამგვარი ქმედებებით, რა თქმა უნდა - მე პირადად ვესაუბრე პრეზიდენტ პოროშენკოს, ასევე პრემიერს იაცენუკს - მათ პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს, რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. 

„ჩვენს მიერ ძებნილი ადეიშვილი, რომელიც იძებნება წითელი ცირკულარით ინტერპოლის მეშვეობით, რომელიც იყო ერთ-ერთი არქიტექტორი ამ დანაშაულებრივი რეჟიმის, რომლის დროსაც გასამართლდა 300 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, ვერ ავუხსნი ქართველ ხალხს რატომ ინიშნება ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობაში“, – განაცხადა მან. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ადეიშვილი უკრაინის ანტი–კორუფციული საბჭოს ხელმძღვანელის შესაძლო კანდიდატურად განიხილება.

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ იგივე ეხება ეკა ზღულაძეს, რომელიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში „დანაშაულებრივი რეჟიმის გამამართლებელი იყო“ და ალექსანდრე კვიტაშვილს, რომელმაც „პრაქტიკულად დაანგრია ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“.

ზღულაძე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო 2006–2012 წლებში 17 დეკემბერს უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.

კვიტაშვილი, რომელიც 2008–2010 წლებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იყო, იგივე პოსტი უკრაინის მთავრობაში 2 დეკემბერს დაიკავა.     

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9