Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში საქართველოს მონაწილეობას დაუჭირა მხარი
Civil Georgia, Tbilisi / 24 დეკ.'14 / 16:01

24 დეკემბერს პარლამენტმა 91 ხმით მოახდინა ავღანეთში ნატოს ახალ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ 2015 წლიდან საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.

შეთანხმების თანახმად, მისიაში სულ 750 სამხედრო ჩაერთვება. კერძოდ, ერთი ბატალიონი აშშ-ის სარდლობის ქვეშ იმსახურებს, ხოლო ერთი ასეული გერმანიის მეთაურობით შეასრულებს მისიას.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე–4 მექანიზირებული ბრიგადის სადაზვერვო ასეული ჩრდილოეთ ავღანეთში უკვე გაემგზავრა, სადაც სწრაფი რეაგირების ძალების მოვალეობებს მაზარ-ი-შარიფშის სიახლოვეს მდებარე, მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე შეასრულებს.

2014 წლის 1 ნოემბერს კი საქართველოს 51-ე ქვეითი ბატალიონი ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგა ამერიკული სარდლობის ქვეშ. 

ISAF–ის მისიაში, რომელიც ამ წლის ბოლოს სრულდება, სულ დაახლოებით 750 ქართველი სამხედრო მსახურობს. ავღანეთში ქართველი სამხედროების ყველაზე დიდი რაოდენობა 1600–ს შეადგენდა.

ISAF-ის მისიას სულ 29 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა – ყველა მათგანი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

435–ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიჭრა. უკანასკნელი ინციდენტის დროს, ნოემბერში 51–ე ქვეითი ბატალიონიდან სამი სამხედრო დაიჭრა ფარვანის პროვინციაში პატრულირების დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24