პანკისის ხეობის მუსლიმი თემის ასობით წარმომადგენელმა სოფელ დუისში 19 იანვარს აქცია გამართა და გააპროტესტა ფრანგულ სატირულ ჟურნალში Charlie Hebdo მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნება.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ ეს მუსლიმების შეურაცხყოფა იყო, რაც მკაცრად უნდა დაისაჯოს.
„ხალხის ამოხოცვა ეს სწორია - ჩვენ ამას არ ვამბობთ; ჩვენ ვამბობთ, რომ თავი დაანებონ ჩვენს მოციქულს, ჩვენს მუჰამედს“, - განაცხადა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა.
აქციის ზოგიერთი მონაწილე იმასაც ამბობდა, რომ Charlie Hebdo თავად იყო მომხდარზე პასუხისმგებელი, რადგან პროვოცირება გაუკეთა თავდასხმას.
17 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საპატრიარქომ ასევე დაგმო წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნება. მართმადიდებელმა ეკლესიამ ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი“, რათა დაიცვას მორწმუნეთა უფლებები მათი „რელიუგიური გრძნობების შელახვისგან“.