Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველმა ფარული მოსმენების რეგულაციებზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
Civil Georgia, Tbilisi / 3 თებ.'15 / 11:30

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლის წინააღმდეგ, რომელიც შსს-ს უსაფრთხოების სტრუქტურებს საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირ წვდომას უნარჩუნებს.

ნოემბრის ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა ფარული მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შსს-ის უტოვებს ბერკეტს საკომუნიკაციო საშუალებებზე ჰქონდეს პირდაპირი წვდომა; იმავდროულად, ის უფლებას აძლევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს ელექტრონული თანხმობა მისცეს სამართალდამცველ ორგანოებს მოსმენების განხორციელებაზე, სასამართლო ნებართვის არსებობის შემთხვევაში. თუმცა, როგორც ოპონენტები აცხადებენ, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში რჩება წვდომა საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე ე.წ. „შავი ყუთთან“, მას მარტივად შეუძლია  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით მოუსმინოს ფარულად. 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა 30 ნოემბერს დაძლია ეს ვეტო.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოების უფლება, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების [ჩანაწერები, თუ რომელი ნომრიდან რომელზე განხორციელდა ზარები, როდის განხორციელდა ეს ზარები და რამდენ ხანს გაგრძელდა] და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას“, – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა 2 თებერვალს.

ამავე ინფორმაციით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 30 იანვარს იქნა შეტანილი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27