Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინმა სოხუმთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
Civil Georgia, Tbilisi / 4 თებ.'15 / 16:37

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე, იტყობინება კრემლი 4 თებერვალს.

ხელშეკრულება პრეზიდენტმა პუტინმა და აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 24 ნოემბერს სოჭში გააფორმეს. მისი რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 23 იანვარს მოახდინა, ხოლო ფედერაციის საბჭომ ის 28 იანვარს დაამტკიცა. 

ათის წლის ვადით დადებული შეთანხმების პრიორიტეტებია „კოორდინირებული“ საგარეო პოლიტიკის განხორციელება; „საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის“, ასევე „საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის“ შექმნა; აფხაზეთის დახმარება სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაში; „პირობების შექმნა აფახაზეთის სრულფასოვანი მონაწილეობისთვის პოსტ–საბჭოთა სივრცეში რუსეთის ინიციატივით და/ან მისი დახმარებით მიმდინარე საინტეგრაციო პროექტებში“ და „საერთო კულტურული, სასულიერო და ჰუმანიტარული სივრცის შენარჩუნება“.

თბილისი აღნიშნულ შეთანხმებას „უკანონოს“ უწოდებს და გმობს მას, როგორც  „საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს“.

მოსკოვი ასევე გეგმავს ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, რომელიც იმაზე უფრო ღრმა ინტეგრაციას ისახავს მიზნად რუსეთთან, ვიდრე ეს სოხუმთან გაფორმებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23