Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი: უკრაინაში სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა ‘სამწუხაროა, თუმცა არა ტრაგიკული’
Civil Georgia, Tbilisi / 16 თებ.'15 / 13:08

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „სამწუხარო“ უწოდა იმ ფაქტს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც თბილისს ძებნა აქვს გამოცხადებული, თავის მრჩევლად დანიშნა, მაგრამ, მისი თქმით, ეს არაა „ტრაგედია“, რასაც  საქართველო „გაგებით უნდა მოეკიდოს“ და ახსოვდეს, რომ უკრაინა „მეგობარი“ სახელმწიფოა, რომელიც დახმარებას საჭიროებს. 

„ძალიან სამწუხაროა. მე წუხილს გამოვთქვამდი ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ივანიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

„პროკურატურას რამდენიმე საქმეზე აქვს წაყენებული ბრალდება სააკაშვილისთვის და მეგობარმა სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება უნდა გააკეთოს; და ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ასე იქნება, ადეიშვილზე მითუმეტეს, ადეიშვილი [ინტერპოლის] ცირკულარშია ჩასმული, სააკაშვილისგან განსხვავებით“, - განაცხადა ივანიშვილმა ყოფილი ხელისუფლების იუსტიციის მინისტრზე, რომელსაც მართალია რაიმე ოფიციალური თანამდებობა უკრაინის მთავრობაში არ დაუკავებია, თუმცა არაფორმალურად რჩევებს აძლევს უკრაინის ხელისუფლებას, როგორც ამის თაობაზე ის ქართველი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომლებიც ამჟამად უკრაინაში მუშაობენ.

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ აქაც ტრაგიზმში ნუ გადავვარდებით; ტრაგიკული არაა ეს, თუმცა კარგი არაფერი არაა, მე არ ვმალავ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და არცერთ შემთხვევაში ეჭვი არ უნდა გავაჩინოთ, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს; ჩვენ ყველაფერი უნდ გავაკეთოთ, რომ გავაღრმავოთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, რამეთუ უკრაინა ჩვენზე უარეს დღეში გახლავთ დღეს, ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და რაც შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ, თუმცა ეს ძალიან შემაშფოთებელია ჩემთვის და სამწუხაროა, მაგრამ გაგებით მოვეკიდოთ“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა.

„რამეთუ ჩვენ ვიცით სააკაშვილი ვინაა და ვინ არის ადეიშვილი, მათი ხელწერა არ დაბრალდეს საქართველოს და ქართველობას და არ მოხდეს ისე, რომ აქედან გაასწრო სააკაშვილმა და ადეიშვილმა და უკრაინას შეიძლება ვერ გამოასწრონ", - განაცხადა მან და დასძინა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის „ტრაგედიის“ დროს დაშვებულ "შეცდომებში" სააკაშვილის „ძალიან დიდი წვლილია“.

„და ამ დროს ის კაცი, რომ იქ მრჩევლად აჰყავთ, რა თქმა უნდა, სახიფათოა ეს მრავალმხრივ. ჩვენ განვიცდით უკრაინული სახელმწიფოს, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ბედს და პერსპექტივას, ჩვენ გვინდა, რომ მას ყველაფერი კარგად ჰქონდეს და ღირსეულად გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან“, -  განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა დასძინა, რომ „უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას ჰყავს არჩეული ხელმძღვანელობა და მათ აქვთ ეს უფლებები, თუმცაღა ჩვენ გვერჩია, რომ უფრო მეტი გაეთვალისწინებინათ“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46