Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაანახევროს
Civil Georgia, Tbilisi / 23 თებ.'15 / 12:34

საქართველოს  ეკონომიკა 2015 წელს, სავარაუდოდ, 2–2.5%–ით გაიზრდება, ნაცვლად თავდაპირველად პროგნოზირებული 5%–ისა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კვირას.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური ზრდა რეალურად 2-2.5% იქნება 2015 წელს“, – განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს კვირიკაშვილმა, რომელიც იმავდროულად ვიცე–პრემიერია.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა შაბათს, რომ მთავრობა ლარის გაუფასურების და „რეგიონში ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარების“ ფონზე 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას გეგმავს. მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ასევე განიხილავს „ადმინისტრაციული ხარჯების“ შესაძლო შემცირებას.

ეკონომიკის მინისტრმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა ადმინისტრაციული ხარჯების დაგეგმილი შემცირების დეტალებზე საუბრისგან; მისი თქმით, ეს საკითხი მთავრობაში განიხილება. 22 თებერვალს გაკეთებულ ცალკე განცხადებაში კვირიკაშვილმა უთხრა ტელეკომპანია „იმედს“, რომ დეტალური გეგმა მიმდინარე კვირას იქნება წარმოდგენილი.

წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შარშან 4.7% შეადგინა, ნაცვლად მთავრობის მიერ პროგნოზირებული 5%–ისა. 2015 წლის იანვრის წინასწარი მონაცემები 27 თებერვალს გამოქვეყნდება.

პარასკევს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.1771–მდე დაეცა მას შემდეგ, რაც წინა დღეს 2.1472 იყო.

ნოემბრის შემდეგ, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ლარმა თავისი ღირებულების 24.1% დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში და 11.9% ევროსთან მიმართებაში.
    
წლიურმა ინფლაციამ იანვარში 1.4% შეადგინა.

ქართული ექსპორტის კლების ტენდენცია იანვარშიც გაგრძელდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ის 30%–ით შემცირდა. მთავრობამ ეს კლება რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის შემცირებას დაუკავშირა.

იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირების ტენდენციაც გაგრძელდა და 75.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.3%–ით ნაკლებია და ის ძირითადად, რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ გამოიწვია. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21