Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეროვნული ბანკი დოლარს ყიდის, თუმცა ლარი გაუფასურებას განაგრძობს
Civil Georgia, Tbilisi / 24 თებ.'15 / 18:28

ქართულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში სამშაბათს შუადღის შემდეგ საკუთარი ღირებულების 3%–მდე დაკარგა, რაც 2004 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დიდი გაუფასურებაა ერთი დღის მანძილზე.

ლარი 2.1971–დან აშშ დოლართან მიმართებაში 2.2619–მდე დაეცა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მან სავალუტო აუქციონზე სამშაბათს 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. იგივე მოცულობის თანხა მან წელს უკვე ორჯერ გაყიდა – 11 თებერვალს და 19 თებერვალს.

ნოემბრის დასაწყისიდან, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, ქართულმა ლარმა თავისი ღირებულების 29%–მდე დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში და 16% ევროსთან მიმართებაში.

მანამდე სამშაბათს ნაციონალურმა მოძრაობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 27 თებერვლისთვის პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა, რომელსაც ასევე უნდა დაესწროს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რათა „სერიოზულად იმსჯელონ ამ კრიზისულ ვითარებაზე და მოძებნონ გამოსავლის გზები“. პრეზიდენტს ჯერ საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე არ დაუფიქსირებია.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო დებატების გზით ნაციონალურ მოძრაობას „სანახაობის მოწყობა“ სურს. „დღეს გართობის და სპექტაკლების დრო არ არის. საქმე გავაკეთოთ ჯობია“, – განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40