Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
წინასწარი მონაცემებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2014 წელს 1.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
Civil Georgia, Tbilisi / 11 მარ.'15 / 13:00

„საქსტატის“ მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014 წელს 35%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 1.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დიდი შემოდინებაა 2008 წლის შემდეგ.

წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 349.2 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 53.9%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 

შარშან ყველაზე დიდი ინვესტიცია ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სფეროში განხორციელდა – 343 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის მშენებლობა – 295 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 174 მლნ აშშ დოლარი; ენერგეტიკა – 99 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 87 მლნ აშშ დოლარი; საფინანსო სექტორი – 78 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 48 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 40 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა – 19 მლნ აშშ დოლარი.

2014 წელს ყველაზე დიდი ინვესტიცია იმ კომპანიებიდან შემოვიდა, რომლებიც ნიდერლანდებშია დარეგისტირებული – 331 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის აზერბაიჯანი – 302 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი – 195 მლნ აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 114 მლნ აშშ დოლარი; ლუქსემბურგი – 85 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 80 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 67 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი – 66 მლნ აშშ დოლარი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13