Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნატოს შემფასებელთა ჯგუფი ერთობლივ საწვრთნელ ცენტრთან დაკავშირებით საქართველოს სტუმრობს
Civil Georgia, Tbilisi / 17 მარ.'15 / 15:04

საქართველოს მიმდინარე კვირას ნატოს შემფასებელთა ჯგუფი სტუმრობს, რომლის მიზანიცაა ალიანსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტის – ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ადგილმდებარეობისა და საქმიანობის თაობაზე კონკრეტული წინადადებების მომზადება.

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმღვანელმა უილიამ ლაჰიუმ განაცხადა, რომ შეფასების ამ მისიით ჯგუფი იწყებს პროცესს, რომელსაც შედეგად მოყვება გადაწყვეტილებების მიღება დაგეგმილი ერთობლივი ცენტრის ადგილმდებარეობის,  მისიის დეტალების, საორგანიზაციო და სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შესახებ. 

„ეს არის იმ პროცესის დასაწყისი, რომელსაც მოყვება საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ნატოში და შემდგომი პროგრესი ნატოში სრული ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ლაჰიუმ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ლევან ღირსიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად ერთობლივად განისაზღვრება ცენტრის ადგილმდებარეობის და ასევე პროექტის ღირებულების პირველადი მონახაზი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ერთობლივი ცენტრი საქართველოში არსებულ სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე განთავსდება. ერთ–ერთ პოტენციურ ადგილმდებარეობად ვაზიანის სამხედრო ბაზა მოიაზრება.

„სავარაუდოდ დაახლოებით შემოდგომისთვის ვაპირებთ უკვე ცენტრის დაარსებას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ხსენებული ცენტრის საქართველოში დაარსების მნიშვნელობას და შესაბამისად, ყველა არსებული რესურსი მიმართული იქნება აღნიშნული ინიციატივის დროული და ეფექტური განხორციელებისკენ“, – განაცხადა მან, „საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება წარმოადგენს არსებითი პაკეტის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ამბიციურ ინიციატივას“.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ისე ნატოს დიპლომატმა განაცხადეს, რომ ცენტრი არავის არ შეუქმნის რამე საფრთხეს.  

„ეს არ გახლავთ სამხედრო ბაზა, ეს არის წვრთნისა და შეფასების ცენტრი“, – განაცხადა ღირსიაშვილმა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ეს ცენტრი არის ორგანიზაცია, რომელიც მიმართულია საქართველოს, ასევე მოკავშირეების და მათი პარტნიორების მხარდაჭერისკენ მათი წვრთნის პროცესში და ეს ორგანიზაცია საქართველოს სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე განთავსდება და იქ იქნება ნატოს რამდენიმე ოფიცერი, თუმცა ისინი თავიანთ ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ ერთობლივ ორგანიზაციაში; ამრიგად, ის არ წარმოადგენს რაიმე ტიპის სამხედრო საფრთხეს, ან სამხედრო შესაძლებლობების ზრდას“, – განაცხადა ლაჰიუმ.

მისი თქმით, ცენტრი მოამზადებს სამხედროებს საქართველოდან, ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან და მათი პარტნიორებიდან, რათა მათ ალიანსთან თავსებადობის ზრდაში დაეხმაროს.

ნატოს შემფასებელთა გუნდში, რომელსაც ნორვეგიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან ოფიცრები ლატვიიდან, ლიტვიდან, დანიიდან და გერმანიიდან და მას ასევე ეხმარებიან ექსპერტები ნატოს შტაბ-ბინიდან.

ლაჰიუმ ასევე განაცხადა, რომ ეს პირველი გუნდია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა არსებითი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ნატოს სხვა ჯგუფებიც ეწვევიან საქართველოს „მომდევნო კვირებსა და თვეებში“ არსებითი პაკეტის სხვა კომპონენტების განსახორციელებლად.

თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, რომელმაც 16 მარტს „მინისტრის ხედვა 2015–2016“ წარმოადგინა, პრიორიტეტებს შორის ნატოსთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის ზრდა და ალიანსთან არსებითი პაკეტის „აქტიური განხორციელება“ დაასახელა.

სხვა პრიორიტეტებს შორის მან ასევე დაასახელა ქვეყნის „შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება“, რომელიც საარტილერიო, ჯავშანსაწინააღმდეგო და ეფექტიანი ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების გეგმების ოპტიმიზაციას ითვალისწინებს.

„თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და ეტაპობრივი გაუმჯობესება ეს აუცილებელი პროცესია ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის, თუმცა ეს ამავე დროს რთული და დროში გაწელილი პროცესია. ეს არ არის მყისიერი ნაბიჯი“, – განაცხადა ჯანელიძემ და დასძინა, რომ თავდაცვის სამინისტრო ახალი და გაუმჯობესებული თავდაცვითი შესაძლებლობების შეძენაზე იქნება ორიენტირებული.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40