Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უსუფაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდებს
Civil Georgia, Tbilisi / 30 მარ.'15 / 12:47

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ „მნიშვნელოვნად“ უნდა გაააქტიუროს მუშაობა, განაცხადა 28 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც იმავდროულად საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელიცაა.

შაბათს კომისიის სხდომაზე საუბრისას უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის სამუშაო ჯგუფებმა შეხვედრები ყოველკვირეულ რეჟიმში უნდა გამართონ.

კომისია, რომლის შემადგენლობაშიც პოლიტიკური, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შედიან, ხუთ სამუშაო ჯგუფს მოიცავს, რომლებიც შემდეგ მიმართულებებზე მუშაობენ: ძალთა ბალანსის უზრუნველყოფა პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს შორის; ადამიანის უფლებები, სასამართლო, პროკურატურა; სხვა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები - უშიშროების საბჭო, ეროვნული ბანკი, სახალხო დამცველი, აუდიტის სამსახური; სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა, ადგილობრივი მმართველობა, თვითმმართველობა; კონსტიტუციის ზოგადი დებულებები და მისი გადასინჯვის წესები.

2013 წლის დეკემბრის ბოლოს შექმნილი კომისიის მანდატი ორჯერ გაგრძელდა. თავდაპირველად კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება 2014 წლის 1 სექტემბრისთვის დაევალა, თუმცა შემდეგ ეს ვადა ჯერ 2015 წლის 1 მარტამდე გახანგრძლივდა, ხოლო შემდეგ კიდევ ექვსი თვით, 2015 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდა.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ვადის გაგრძელება მიანიშნებს სურვილზე, რომ ცვლილებები საფუძვლიანი განხილვის შედეგად მომზადდეს. კომისიას ჯერ რაიმე კონკრეტული ცვლილებების პროექტი არ მოუმზადებია; დროდადრო იშლებოდა ასევე მისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები კვორუმის არარსებობის გამო.

საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცება რთული პროცესია, რასაც 150–წევრიანი პარლამენტის ¾–ის მხარდაჭერა ესაჭიროება. ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც შვიდი ფრაქციისგან შედგება, 87 ადგილი აქვს პარლამენტში; ნაციონალურ მოძრაობას და თავისუფალ დემოკრატებს 50 და 8 ადგილი აქვთ, შესაბამისად და ამას ემატება კიდევ ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატი.
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში კონსენსუსის მიღწევა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებისთვისაა საჭირო, შესაძლოა ამჟამად შეუძლებელი ჩანდეს.

„მე გთავაზობთ, ნუ ვიქნებით ასე პესიმისტურად განწყობილნი. პოლიტიკური პროცესი ეს თავისთავად დინამიური პროცესია“, – განაცხადა მან, „2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოჩნდა პოლიტიკურ ჰორიზონტზე და ყველაფერმა, არ არის გამორიცხული, შეგვაძლებინოს რაღაც გადაწყვეტილებების მიღება ისეთის, რომელიც შესაძლოა მანამდე ჩანდა არცთუ პერსპექტიული“.       

მან განაცხადა, რომ მუშაობის პროცესი შესაძლოა განხილულ იქნას „ორეტაპიანიად“ – პირველი, როდესაც შესაძლებელი იქნება კონსენსუსის მიღწევა ზოგიერთ საკითხზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და მეორე, რომლის დროსაც მუშაობა სხვადასხვა თემებზე არჩევნების შემდეგ გაგრძელდება.  

„ერთი სერიოზული თემა, რომელიც უკვე მწვავედ დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში, ეს არის მომავალი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ჩვენი გადაწყვეტილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა დისპროპორცია მაჟორიტარულ ოლქებს შორის.

მან განაცხადა, რომ კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე შესაძლოა გახდეს „გასაღები“, რომელიც გზას გაუხსნის სხვა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას.

მაგრამ ამავე დროს, განაცხადა მან, საარჩევნო სისტემამ არ უნდა „გადაფაროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“.

„წინასწარი მონაცემებით, სადღაც 50–55 კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხია დასმული სამუშაო ჯგუფებთან და თუ აქედან მესამედს მაინც მოვუძებნით სათანადო გადაწყვეტას, ეს იქნება სერიოზული წინსვლა კონსტიტუციური განვითარების პროცესში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მიზანს წარმოადგენს არსებული კონსტიტუციის გაუმჯობესება და არა ახალი კონსტიტუციის მიღება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32