Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ორი პანკისელი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, სირიაში გაემგზავრა საბრძოლველად
Civil Georgia, Tbilisi / 7 აპრ.'15 / 16:21

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭომ 6 აპრილს ხელისუფლებას მიმართა, რათა მიიღოს ზომები, რათა ხეობის ახალგაზრდები არ გადაიბირონ სირიაში წასაყვანად ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა რიგებში გაწევრიანების მიზნით.
 
ეს მიმართვა მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ 16 და 18 წლის ორი ადგილობრივი სკოლის მოსწავლე თურქეთში გაემგზავრა, რათა, სავარაუდოდ, იქიდან სირიაში ჩავიდნენ ისლამურ სახელმწიფოს მხარეს საბრძოლველად.
 
„უხუცესთა საბჭო გმობს სირიაში ქისტი ახალგაზრდების საომრად გაგზავნას. სათემო კავშირს და მოსახლეობას ვერ ძალუძს აღკვეთოს ეს არანორმალური მოვლენა. მოვმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელისუფლებას, პარლამენტს გაგვიწიონ დახმარება“, – განაცხადა ერთ–ერთმა უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა სოფელ დუისში 6 აპრილს გამართული შეკრების შემდეგ.
 
უხუცესთა საბჭოს გავლენა, რომელიც ძირითადად სუფიზმის მიმდევრებითაა დაკომპლექტებული, მცირდება იმ ფონზე, როდესაც ხეობის ახალგაზრდებს შორის სულ უფრო იზრდება სალაფი მუსლიმების როლი, რომელთა მიმდევრებსაც ადგილობრივები და ქართული მედია „ვაჰაბისტებად“ მოიხსენიებს. დუისში 6 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ეს ბზარი ორ ჯგუფს შორის აშკარა იყო – იქ დამსწრე სალაფმა მუსლიმებმა უარი თქვეს ხელი მოეწერათ უხუცესთა მიერ მომზადებულ მიმართვაზე; უხუცესები მზარდ შეშფოთებას გამოთქვამენ პანკისის ახალგაზრდების რადიკალიზაციის თაობაზე.
 
„ვისაც ვაჰაბისტებს ეძახით, ჩვენც აქ, უხუცესებთან ერთად შეკრებილები ამას განვიხილავთ. ჩვენც გვაღელვებს ეს იმიტომ, რომ ეს ჩვენი ყველას პრობლემაა“, – განუცხადა სალაფმა მუსლიმმა ახალგაზრდამ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ნაცვლად სალაფებზე იერიშის მიტანისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფზე, რომლებიც პანკისელი ახალგაზრდების გადაბირებით და მათი სირიაში გაგზავნით არიან დაკავებულნი.
 
16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი ბოლოს პანკისის ხეობაში 2 აპრილს ნახეს.
 
ბაღაკაშვილის დედამ, თინა ალხანაშვილმა განაცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში, რომ მისი შვილი სკოლაში 2 აპრილს წავიდა, თუმცა უკან არ დაბრუნებულა.
 
„ჩანთა თანაკლასელმა მომიტანა და არ ვიცი სად წავიდაო. საღამომდე დაველოდე, 9 საათი იქნებოდა  ნათესავებში, ახლობლებში, ყველგან ვიკითხეთ და არ გვინახავსო. მერე პოლიციას ვთხოვეთ დახმარება, კომპიუტერით შეამოწმეს და გვითხრეს, რომ საზღვარი გადალახეს, თვითმფრინავით გაფრინდნენო. მეორე დილით მოგვწერა, რომ თურქეთში ვართ და არ ინერვიულოთო“, – განაცახდა ბაღაკაშვილის დედამ.
 
16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის ბებიამ, შარიათ წინწალაშვილმა განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს, რომ მისი შვილიშვილი თბილისშიც კი არ იყო ნამყოფი და ის დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე ვერ დატოვებდა ქვეყანას. მან ასევე განაცხადა, რომ ოჯახმა მისი კლასელებისგან შეიტყო, რომ ბოლო დროს ის ხშირად აცდენდა გაკვეთილებს და ხშირად ხედავდნენ სოფელ ომალოს მეჩეთში, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი „უშლიდა, რადგან ვაჰაბისტები არიან მანდ“. 
 
ამ ფაქტმა ასევე აღძრა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხა არასრულწლოვანმა ისლამ კუშტანაშვილმა დამოუკიდებლად საზღვრის გადაკვეთა აეროპორტში მშობლების წერილობითი თანხმობის გარეშე, საქართველოს და თურქეთს შორის საზღვრის გადაკვეთისას პასპორტები არ მოითხოვება და მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის მგზავრობა პირადობის მოწმობითაც შეუძლიათ, მაგრამ 16 წლის ახალგაზრდებს მშობლების თანხმობა ესაჭიროებათ საზღვარგარეთ დამოუკიდებლად გასამგზავრებლად.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა ჟურნალისტებს 6 აპრილს, რომ მესაზღვრემ, რომელსაც თბილისის აეროპორტში პასპორტების კონტროლი ევალება, შეცდომა დაუშვა და ამჟამად, საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.
 
„არასწორად მოიქცა მესაზღვრე, როდესაც გაეპარა ამ ადამიანს, ფაქტიურად. ამ ადამიანმა როგორც ახსნა, არ გავდა ის არასრულწლოვანს და მან ეჭვი არ შეიტანა. თუმცა ეს არ ამართლებს, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გომელაურმა.
 
„დავუკავშირდით თურქეთის სპეცსამსახურებს, რომელთაც ვთხოვეთ, რომ იქნებ მოხდეს მათი დაბრუნება“, – განაცხადა მან.  6 აპრილის მდგომარეობით, ჯერ კიდევ უცნობი იყო მოზარდები ისევ თურქეთში იმყოფებოდნენ, თუ არა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მათ უკვე მოახერხეს სირიაში ჩასვლა.
 
გომერაურმა განაცხადა, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც გადაბირებული ახალგაზრდების საქართველოში დაბრუნება მოხერხდა.
 
„იყო ძალიან ხშირი შემთხვევა, როდესაც ჩვენ უკან დავაბრუნეთ ადამიანები, და არა მარტო არასრულწლოვანები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.       
 
ისლამური სახელმწიფოსთვის მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა უცნობია; ზოგიერთი მონაცემით, სირიაში პანკისის ხეობის ათობით (50–60) მკვიდრი იბრძვის.
 
სულ ცოტა შვიდი (ზოგიერთი ინფორმაციით, ცხრა) საქართველოს მოქალაქე პანკისის ხეობიდან დაიღუპა სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებში ბრძოლის დროს. ინფორმაცია სულ ბოლო მსხვერპლის თაობაზე დეკემბრის ბოლოს გავრცელდა, როდესაც სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს.
 
იანვარში მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარუდგინა, რომლის თანახმადაც საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნის „უკანონო“ შეიარაღებულ ფორმირებებში იბრძვიან, სისხლის სამართლებრივ დასჯას დაექვემდებარებიან. კანონპროექტი ასევე გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებს ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებთან მიმართებაში. კერძოდ, 6-დან 9-წლამდე პატიმრობით დასჯადი ხდება უცხო სახელმწიფოში გამგზავრება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების, ან ამგვარ საქმიანობაში, ისევე როგორც ტერორისტულ წვრთნაში მონაწილეობის მიღების მიზნით. კანონპროექტი პარლამენტს ჯერ არ მიუღია.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22