Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლუკაშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
Civil Georgia, Tbilisi / 22 აპრ.'15 / 19:27

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოთხშაბათს საღამოს ჩამოვიდა თბილისში, სადაც მისი პირიველი ოფიციალური ვიზიტი იწყება.

23 აპრილს იგი თბილისში თავის ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან ილია მეორესთან.

24 აპრილს ლუკაშენკო ბათუმში გაემგზავრება, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს არჩილ ხაბაძესთან გამართავს შეხვედრას.

22 აპრილს თბილისი საქართველო–ბელარუსის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობდა; იმავე დღეს რამდენიმე ბელარუსმა მინისტრმა ქართველ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს.

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ შუნევიჩი თავის ქართველ კოლეგას ვახტანგ გომელაურს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ხელს მოაწერენ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რეადმისიის შესახებ შეთანხმებასა და მის განხორციელების ოქმს.

ბელარუსის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლეონიდ ზაიაცი და მრეწველობის მინისტრი ვიტალი ვოვკი სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას შეხვდნენ. მხარეები იმ მემორანდუმის საკითხს განიხილავენ, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის მრეწველობის სამინისტროს შორის გაფორმდება და ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ითვალისწინებს, იტყობინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ბელარუსის ვიცე–პრემიერმა მიხაილ რუსიმ განაცხადა 22 აპრილს, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობების განვითარებას იმპულსს შესძენს.

„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ურთიერთობები რაღაც ეტაპზე შეჩერდა. 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც ახლა გვაქვს, არაფერია იმ პოტენციალთან შედარებით, რომელიც ჩვენ ქვეყნებს გააჩნიათ“, – იტყობინება ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო BelTA ვიცე–პრემიერის სიტყვებზე დაყრდნობით.

„[ლუკაშენკოს] ვიზიტი უდავოდ ისტორიულია და ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი ურთიერთობების განვითარებისკენ“, – განაცხადა მან.
 
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომ თბილისმა და მინსკმა ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის მომზადება ერთი წლის წინ დაიწყეს. მისი თქმით, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მან ასევე განაცხადა, რომ ბელარუსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას.

„პოლიტიკური თემებიდან, უპირველეს ყოვლისა, ხაზს გავუსვამდი იმ თემის მნიშვნელობას, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და არაღიარების პოლიტიკა. რაც შეეხება ეკონომიკურ, სავაჭრო, ტურიზმის მიმართულებებს, ამ სფეროებში არაერთი შეთანხმება იქნება გაფორმებული", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ადრეულ წლებში საქართველოს და ბელარუსს შორის ურთიერთობები დაძაბული იყო; 2006 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაგმო ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მას არადემოკრატიული უწოდა. თუმცა..

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ადრეულ წლებში საქართველოს და ბელარუსს შორის ურთიერთობები დაძაბული იყო; 2006 წელს საქართველომ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო როგორც არადემოკრატიული. თუმცა, მომდევნო წლებში სიტუაცია შეიცვალა, ხოლო რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ გაააქტიურა ძალისხმევა რომ მინსკთან ურთიერთობები გაეუმჯობესებინა რათა ბელარუსს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ ეღიარებინა; ამგვარ ნაბიჯს ბელარუსი 2009 წელს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ უარი თქვა გაეზიარებინა მოსკოვის პოზიცია საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების თაობაზე.

WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული აშშ–ის კონფიდენციალურ დიპლომატიური ტელეგრამებიდან ერთ-ერთის თანახმად, 2009 წლის ოქტომბერში ლუკაშენკომ უთხრა ესტონეთის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა იგი თბილისში დაპატიჟა, თუმცა მან ეს წინადადება არ მიიღო, რადგანაც მოსკოვის გაღიზიანება არ სურდა.

საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის კომენტირებისას ლუკაშენკომ განაცხადა 2015 წლის თებერვალში: „ჩვენ, საქართველოს ხელმძღვანელობასთან ერთად, არაერთხელ გადავდეთ ეს ვიზიტი, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, რომ წელს უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და სერიოზულად ვისაუბროთ ორმხრივ ურთიერთობებზე ჩვენთვის ახლო ადამიანებთან“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44