Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართულმა და ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ერთობლივი წვრთნები დაიწყეს
Civil Georgia, Tbilisi / 12 მაი.'15 / 12:10


მედესანტე–პარაშუტისტები ვაზიანის სამხედრო ბაზის თავზე თვითმფრინავიდან ხტებიან, სადაც ქართველი და ამერიკელი სამხედროები  ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლის“ და BMP–2–ის წინ არიან დამწკრივებული ერთობლივი სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ცერემონიაზე, 2015 წლის 11 მაისი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 11 მაისს ორკვირიანი ქართულ–ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ დაიწყო.

წვრთნებში, რომლის მიზანიც აშშ–ს და საქართველოს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან თავსებადობის ამაღლებაა, 600–მდე ჯარისკაცი მონაწილეობს ორივე მხრიდან. 

„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა  არ არის ნატოს წევრი, იგი ნებაყოფლობით მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ალიანსის სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა წვრთნების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

14 ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და სწავლებისთვის საჭირო სხვა სამხედრო ტექნიკა ბულგარეთის პორტ ვარნადან სატვირთო ბორნის საშუალებით საქართველოში ჩამოვიდა წვრთნებში სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) მონაწილეობისთვის, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში.

სწავლებების ფარგლებში გაიმართება კომბინირებული სადესანტო ოპერაცია, თეორიული სწავლება, საველე სწავლება და საბრძოლო სროლები.

„სამხედრო სწავლება არის ამერიკას და საქართველოს შორის მტკიცე სამხედრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

„ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღევანდელი სწავლება არ არის მიმართული რაიმე კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ. ეს სწავლება მიზნად ისახავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას“, – განაცხადა მან.

„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოს, ამერიკას, ამ სწავლების სპონსორობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის“, – დასძინა პრემიერ–მინისტრმა.

ამერიკის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობს მე–3 ქვეითთა დანაყოფის პირველი ბრიგადის მექანიზებულ ქვეითთა ასეული, რომელიც 2015 წელს ნატოს რეაგირების ძალებში აშშ–ის კონტრიბუციის ნაწილია; სწავლებაში ასევე მონაწილეობს 173–ე სადესანტო ბრიგადის მედესანტეების მსროლელთა ასეული.

წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მონაწილეობს.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მასშტაბური წვრთნებია“, – უთხრა თავდაცვის ახალმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს სწავლებების გახსნის ცერემონიის შემდეგ. 

„ეს არის მხოლოდ დასაწყისი. რამდენიმე მიზეზის გამო არის ეს წვრთნები ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ის ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ პარტნიორი გვყავს, არამედ უზარმაზარი გულშემატკივარი და მეგობარი გვყავს, რომელიც მზად არის ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს ქართულ სახელმწიფოს გაძლიერებაში, ქართულ ჯარს მისი შესაძლებლობების გაძლიერებაში. მეორე, ეს არის აბსოლუტურად შეუცვლელი საშუალება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ამერიკელებთან ერთად, ამერიკული ტექნიკის გამოყენებით მიიღონ მონაწილეობა ამ წვრთნებში და ივარჯიშონ. და მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი არის უკვე ის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში იქნება ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებში. გარდა ამ წვრთნებისა, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ძალიან დიდი და მასშტაბური წვრთნაა დაგეგმილი, მათ შორის ზაფხულში იქნება ნატო–საქართველოს წვრთნები, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის ჯარისკაცები მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ, ჩვენი ჯარის აღმშენებლობის, გაძლიერების, ქართული სამხედრო შესაძლებლობების განვითარების გზაზე“.

„ჩვენ არავისთან ომს არ ვგეგმავთ. ჩვენ ვემზადებით მშვიდობისთვის და ზუსტად ამიტომ გვჭირდება ეს სიძლიერე და სიმყარე ქართულ ჯარში“, – დასძინა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში ეველინ ფარკასმა, რომელიც გასულ თვეს თბილისს სტუმრობდა, დაგეგმილ სწავლებას „ყველაზე აქტიური“ წვრთნები უწოდა, რომელიც კი აშშ–ს საქართველოსთან ერთად დღემდე ჩაუტარებია.

„ეს ნატოს რეაგირების ძალებში ჩვენი [საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების] წვლილის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა მან 24 აპრილს თბილისში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33