Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა
Civil Georgia, Tbilisi / 30 მაი.'15 / 19:02


კადრი ვიდეოდან, სადაც ჩანს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას ანიჭებს მას შემდეგ, რაც გააკეთა განცხადება სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის თაობაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 30 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის რეგიონის გუბერნატორად დანიშნა.

პრეზიდენტმა პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 29 მაისს მიანიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს.

სააკაშვილი, რომელიც თებერვლიდან უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი და უკრაინის რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე იყო, საქართველოს ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ბრალდებით იძებნება, თუმცა სააკაშვილი ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

სააკაშვილმა 2014 წლის ნოემბრის შემდეგ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას უკრაინის ვიცე–პრემიერის პოსტი შესთავაზეს, თუმცა უარის თქმა მოუწია, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა არ სურდა.

ოდესის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ახალი გუბერნატორის წარდგენისას პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილი მისი „სტუდენტობის მეგობარია“ და იმითაა ცნობილი, რომ „შეუძლებლიდან შესაძლებელს აკეთებს“.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოდესა „ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია, რომელიც მე ოდესმე მინახავს“ და რომელიც „შავი ზღვის მთავარი ქალაქი - დედაქალაქი უნდა გახდეს“. მან ასევე განაცხადა, რომ ეს „ხანგრძლივი პროცესი“ იქნება.

„ოდესის მრავალეთნიკური, მრავალფეროვანი, მრავალკულტურული საზოგადოება მისი მთავარი პოტენციალია – ეს არ არის სისუსტე, ეს უზარმაზარი შანსია; მე არ ვიცნობ სხვა ქალაქს ასეთი ისტორიით, ტრადიციებით“, – განაცხადა სააკაშვილმა, „შავ ზღვაზე არ არსებობს სხვა ქალაქი, რომელიც მის პოტენციალს, ამ შესანიშნავ ქალაქს შეეჯიბრება“.

მას შემდეგ, რაც პარასკევს პირველად გავრცელდა ინფორმაცია სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ, ექს–პრეზიდენტმა თავის Facebook–ზე და Twitter–ზე დაწერა: „მე მიყვარს ოდესა“.  

საქართველოს სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც ამჟამად უკრაინაში მსახურობენ, ასევე არიან: უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელსაც იგივე პოსტი ეკავა საქართველოში; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა; ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი და საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, და გია გეწაძე, რომელიც უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12