Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ღარიბაშვილის თქმით, სტიქიით მიყენებული ზარალი ‘ალბათ 100 მლნ ლარამდე’ იქნება
Civil Georgia, Tbilisi / 16 ივნ.'15 / 16:40

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში მომხდარი წყალდიდობით მიყენებული ზარალის ოდენობამ შესაძლოა 100 მლნ ლარს მიაღწიოს.

„ზარალი საკმაოდ სოლიდურია, ალბათ 100 მლნ ლარამდე იქნება“, - განაცხადა მან სამშაბათს წყნეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან სტუმრობისას, რომლებიც დროებით ყოფილ სამთავრობო აგარაკებში განათავსეს.

თავდაპირველად მთავრობამ მიყენებული ზარალის წინასწარი ოდენობა დაახლოებით 40 მლნ ლარის ფარგლებში შეაფასა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ის ბევრად მეტი იქნებოდა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან... და იმედი გვაქვს, რომ დონორი ორგანიზაციები დაგვეხმარებიან ამ პრობლემების გადალახვაში. ჩვენ კონკრეტულ პროექტებს გავუმზადებთ დონორებს, წარვუდგენთ იმ საჭიროებებს, რომელიც არის პირველი ეტაპის განსაკუთრებული ღონისძიებები“, - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა 16 ივნისს.

ევროკავშირმა, მისმა ცალკეულმა ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისევე როგორც მეზობელმა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა, საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23