Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინ ითხოვს
Civil Georgia, Tbilisi / 18 ივნ.'15 / 16:26

მთავარმა პროკურატურამ  თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხუთი ყოფილი თანამშრომლის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს მაშინ, როცა მათი წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 41 დღე.

საქმე, რომელსაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობა შეეწირა და რომელსაც ის „პოლიტიკურად“ მოტივირებულს უწოდებს, ოქტომბრის ბოლოს გახმაურდა, როცა  თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და მაშინ ოთხი მოქმედი თანამშრომელი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალებით დააკავეს; წინასწარი პატიმრობის 7.5 თვის განმავლობაში სასამართლოს  აღკვეთის ღონისძიება მათ მიმართ არ შეუცვლია.

პროკურატურის ამ შუამდგომლობას სასამართლო 19 ივნისს განიხილავს.

ოპოზიციური "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, დაკავებულთა გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის დაყენებას ხვალინდელ სხდომაზე დაცვის მხარეც აპირებდა და ბრალდების მხარის ანალოგიური ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ „მათ აქვთ სურვილი შეინარჩუნონ სახე ამ გარდაუვალი გადაწყვეტილების წინა დღით, რომელიც მოსალოდნელია ხვალ მიიღოს სასამართლომ ამ უდანაშაულო ხუთი ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ“. 

პროკურატურამ განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ საქმეზე, რომელიც ჯერ კიდევ წინასასამართლო განხილვის "უპრეცედენტოდ" გრძელ ეტაპზეა, საბოლოო განაჩენი 28 ივლისამდე ანუ იმ დრომდე დადგეს, როცა ბრალდებულთა წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა იწურება. ასევე, ბრალდების მხარის თქმით, პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილია დასაშვებად და შესაბამისად, შემცირებულია ბრალდებულების მხრიდან  მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები.

საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებ მტკიცებულებად არ ცნო, თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და საქმეში ეს მტკიცებულება კანონიერად აღიარა.

„ბრალდებულების მიმართ გამოყენებულმა პატიმრობამ გამოიღო პრევენციული შედეგი, რამაც გამოიწვია მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ბრალდებულებსა და მოწმეებს შორის არაკანონიერი გარიგებების განხორციელების საფრთხეების შემცირება. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავარმა პროკურატურამ მიიღო ამ ეტაპისთვის ერთადერთი  სამართლებრივად მიზანშეწონილი გადაწყვეტილება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35