Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა
Civil Georgia, Tbilisi / 19 ივნ.'15 / 15:22

გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომელი დეპუტატების თავდებობით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან, რომელშიც ისინი თითქმის 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 19 ივნისის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან წინა დღეს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდებულთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა საბოლოოდ, სასამართლომ მათი ამ შუამდგომლობის ნაცვლად, დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და ყოველგვარი გირაოს გარეშე თავდებით გამოუშვა დაკავებულები.

იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც თავდებში ჩაუდგნენ ბრალდებულებს, იყო ხუთი პარლამენტარი ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატებიდან“: ზურაბ აბაშიძე, ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ჩიქოვანი და შალვა შავგულიძე.

თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და მაშინ ოთხი მოქმედი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს და 4.1 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ  2013 წელს  გამოცხადებულ  საიდუმლო ტენდერთან დაკავშირებით.

ამ საქმემ მმართველ კოალიცია ქართულ ოცნებაში განხეთქილება გამოიწვია, რადგან ირაკლი ალასანია მოხსნეს თავდაცვის მინისტრობიდან და მთავრობაში მისმა ორმა მოკავშირე მინისტრმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა, რასაც ასევე მოყვა „თავისუფალი დემოკრატების“ მმართველი კოალიციიდან გამოყოფა. ირაკლი ალასანია, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ კვლავ აირჩიეს უკვე ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ, მისი ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს. ალასანიას თქმით, ხუთი ადამიანი, რომლებსაც წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 28 ივლისს ეწურებოდათ და საპატიმროები ამ ვადის ამოწურვამდე 39 დღით ადრე დატოვეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირადი „ტყვეები“ იყვნენ.

მათი გათავისუფლება წინასასამართლო მოსმენების ეტაპზე მოხდა; განაჩენი ბრალდებულთა მიმართ მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც სასამართლო არსებითად განიხილავს მათ საქმეს, რომლის ნაწილსაც გრიფი საიდუმლო ადევს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14