Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შსს-ის გაყოფის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულია
Civil Georgia, Tbilisi / 8 ივლ.'15 / 19:51

პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც 1 აგვისტოდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფორმირებას ითვალისწინებს.

2004 წლიდან ერთ უწყებაში გაერთიანებული შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების განცალკევების პირობა მმართველმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დადო და რეფორმაზე მუშაობა 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო. 

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძირითადად, საპოლიციო ფუნქციები დარჩება, ხოლო ახალი სამსახურის მანდატი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით შემოიფარგლება.

უსაფრთხოების სამსახური მთავრობას დაქვემდებარებული და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყება იქნება. ის საგამოძიებო, პრევენციული და ანალიტიკური უფლებამოსილებებით აღიჭურვება; მასვე გადაეცემა ფარული მოსმენების განხორციელების უფლება.

სტრუქტურულ გამიჯვნასთან ერთად, ასევე დაგეგმილია შსს-ს ბიუჯეტის გაყოფაც. 2015 წლის ბიუჯეტში ინიცირებული ცვლილებების თანახმად,  რომელსაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 1 აგვისტოდან 36 მლნ ლარით დაფინანსდება, ხოლო მისი მომუშავეთა რიცხოვნობა 3 850 საშტატო ერთეულით განისაზღვრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წლიური დაფინანსება კი ხარჯების შეკვეცის შედეგად 591.65 მლნ ლარამდე შემცირდება არსებული  638.7 მლნ ლარიდან, საბიუჯეტო ცვლილებების წარმოდგენილი ფორმით მიღების შემთხვევაში.

უსაფრთხოების სამსახურის შესახებ მიღებული კანონპროექტი, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის და მისი გამოქვეყნებისთანავე ითვალისწინებს პროცედურების დაწყებას სამსახურის უფროსის ასარჩევად. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა კანონის ამოქმედებიდან მაქსიმუმ 5 დღეში უნდა შესთავაზოს თავისი კანდიდატურა მთავრობას, რომელმაც მოწონების შემთხვევაში ასევე არაუგვიანეს 5 დღეში უნდა წარუდგინოს ის პარლამენტს; დეპუტატები 2 კვირის ვადაში განიხილავენ და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 6 წლის ვადით თანამდებობაზე გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას 76 ხმით, ფარული კენჭისყრით მიიღებენ.

თუ ეს პროცედურა სამსახურის უფროსის დანიშვნით არ დასრულდა, მაშინ პრემიერ-მინისტრი ნიშნავს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელს და მის მოადგილეებს, რომელთაც უფლებამოსილება პარლამენტის მიერ სამსახურის უფროსის არჩევისთანავე შეუწყდებათ.

მესამე მოსმენისთვის იმ კრიტერიუმებს, რომელსაც უმაღლესი განათლების მქონე სამსახურის უფროსის კანდიდატურა უნდა აკმაყოფილებდეს 35-წლიან ასაკობრივ ცენზთან, ორმაგი მოქალაქეობის არ ქონასთან და არაპარტიულობასთან ერთად, ასევე დაემატა დებულება, რომ მას  სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის სულ ცოტა 2-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს და ასევე, უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას. 

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის წარდგენას აპირებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უსაფრთხოების ახალი სამსახურის პირველი ხელმძღვანელის პოსტზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33