Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
‘კაბელების საქმის’ მონაწილეები თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე აღადგინეს
Civil Georgia, Tbilisi / 13 აგვ.'15 / 14:17

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ოთხი თანამშრომელი, რომელთა მიმართაც ე.წ. „კაბელების საქმეზე“ სასამართლო პროცესი  მიმდინარეობს, თავიანთ თანამდებობებზე აღადგინეს, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.

თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და მაშინ ოთხი მოქმედი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს და 4.1 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ  2013 წელს  გამოცხადებულ  საიდუმლო ტენდერთან დაკავშირებით. ისინი ბრალდებებს უარყოფენ.

ე.წ. „კაბელების საქმეს“ მმართველი კოალიციის გახლეჩა და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოყვა, რის შემდეგაც მისმა ორმა თანაგუნდელმა მინისტრის პოსტები დატოვა. ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ 2014 წლის ნოემბერში კოალიცია ქართული ოცნებას გამოეყო. ალასანია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებდა.

ხუთივე პირმა თითქმის რვა თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, რის შემდეგაც ივნისში ისინი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პროკურატურა მათ გაშვებას აღარ შეეწინააღმდეგა.

სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ ოთხ მოქმედ თანამშრომელს (მეხუთე – შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – დაკავების დროს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი აღარ იყო) უფლებამოსილება შეუჩერეს. ორი მათგანი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტში, ხოლო დანარჩენი ორი გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტში მუშაობდა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა 12 აგვისტოს Facebook-ის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა, რომ მათ კვლავ შეჩერებული ჰქონოდათ უფლებამოსილება. ამიტომაც, მათ უფლებამოსილება აღუდგათ.

„ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლი დაადგენს“, – განაცხადა მან "ე.წ. კაბელების საქმეზე", რომელზეც სასამართლო განხილვა კვლავ მიმდინარეობს.

„თავისუფალი დემოკრატები“ და მისი ლიდერი ირაკლი ალასანია მიესალმნენ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ალასანიამ განაცხადა, რომ ხუთივე მათგანი „უდანაშაულო მსხვერპლი იყვნენ "კაბელების" გამოგონილი საქმის“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15