Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართულმა ოცნებამ შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა
Civil Georgia, Tbilisi / 31 აგვ.'15 / 14:04

ქართული ოცნების მმართველმა კოალიციამ ორშაბათს თავისი მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა საგარეჯოსა და მარტვილში ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის.

სოსო დანელია, რომელიც იტალიაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა, მარტვილში იყრის კენჭს, ხოლო თამარ ხიდაშელი საგარეჯოში იბრძოლებს მაჟორიტარი მანდატის მოსაპოვებლად.

ხიდაშელი 2008-2010 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა და  ასევე ექსპერტის რანგში, მათ შორის სახალხო დამცველის ოფისთან, საქართველოში ადამიანის უფლებათა საკითხებზე მუშაობდა.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში ხიდაშელის კონკურენტებს შორის იქნება.

„პატრიოტთა ალიანსმა“ უარი თქვა შეერთებოდა ბოიკოტს, რომელიც 11-მა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ და ასევე პარლამენტში მყოფმა ნაციონალურმა მოძრაობამ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გამოუცხადეს ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს, რომლის თარიღსაც ცესკო ოფიციალურად დღეს დანიშნავს.

ინაშვილი, რომლის „პატრიოტთა ალიანსმა“ გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 6.3% დააგროვა საგარეჯოს ოლქში, უკვე აქტიურ კამპანიას ატარებს კახეთის ამ რაიონში.

პარტიული კანდიდატების გარდა, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატებსაც. 

თამარ ხიდაშელი ქართული ოცნების კოალიციაში შემავალ რესპუბლიკურ პარტიასთან ასოცირდება. მაჟორიტარის ადგილი საგარეჯოში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი მაისში დეპუტატის მანდატს თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გამო გამოეთხოვა.

„კოალიციასთან და რესპუბლიკურ პარტიასთან მე მაერთიანებს ღირებულებები - სწორედ ამიტომ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად წარადგინა.  

მარტვილში შუალედური არჩევნები იმის გამო ტარდება, რომ ამ ოლქიდან არჩეული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნაული ჯანაშია მარტში გარდაიცვალა.  

„დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. ქართული ოცნება წარდგება როგორც საჭიროა ისე, დადებს მაღალ პროცენტსაც ამ არჩევნებში“, - განაცხადა მაჟორიტარმა კანდიდატმა სოსო დანელიამ, რომელიც წარმოშობით მარტვილიდანაა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43