Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას უფლებამოსილება მესამედ გაუგრძელდა
Civil Georgia, Tbilisi / 4 სექ.'15 / 17:04

პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც 15 სექტემბრამდე დათქმულ ვადაში ვერ მოამზადა კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი, უფლებამოსილების ვადა უკვე მესამედ გაუხანგრძლივა 2016 წლის 29 თებერვლამდე.

მანამდე, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს შექმნილი კომისიის მანდატი ორჯერ გაგრძელდა. თავდაპირველად კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება და წარდგენა 2014 წლის 1 სექტემბრისთვის დაევალა, თუმცა შემდეგ ეს ვადა ჯერ 2015 წლის 1 მარტამდე გახანგრძლივდა, ხოლო შემდეგ კიდევ ექვსი თვით, 2015 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდა.

ამ ვადის კიდევ 5.5 თვით გახანგრძლივება, რასაც 4 სექტემბერს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 10-ის წინააღმდეგ, დადგენილების განმარტებითი ბარათის თანახმად, იმის გამო გახდა საჭირო, რომ საკონსტიტუციო პროექტზე „მუშაობის პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც დამატებით მსჯელობას საჭიროებენ“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ამ მოწვევის პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებას თავისი უფლებამოსილების ვადაში ვერ მოასწრებს და ესეც ქართული ოცნების „შეუსრულებელი დაპირებების“ ნუსხას მიემატება.

გარდა იმისა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების მისაღებად საჭირო კვორუმი 113 ხმამდეა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის ამჟამინდელ კონფიგურაციაში ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე გადაწყვეტილებები ვერ იქნება მიღებული, ასევე გართულებულია ცვლილებების მიღების პროცედურაც - კონსტიტუციური კანონპროექტი მიღებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პარლამენტი მას ორი მოსმენით კენჭს უყრის ერთი სესიის ფარგლებში, ხოლო მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცებს მომდევნო სესიაზე, მისი მეორე მოსმენით მიღებიდან სამი თვის თავზე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქართული ოცნებიდან მანანა კობახიძემ, რომელმაც კომისიის ვადის გაგრძელების საკითხი წარადგინა, ოპონენტების კრიტიკას ბრალდებებით უპასუხა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც საკონსტიტუციო რეფორმა ამ დრომდე ვერ მივიდა ბოლომდე, იყო ნაციონალური მოძრაობის სკეპტიკური დამოკიდებულება პროცესის მიმართ. 

მისივე თქმით, მიუხედევად იმისა, რომ კომისიას ვადა 29 თებერვლამდე უგრძელდება, თეორიული შანსი იმისა, რომ ამ ვადის ამოწურვამდე მომზადდეს კანონპროექტი და ამ პარლამენტმა შეიტანოს კონსტიტუციაში შესწორებები ჯერ კიდევ რჩება.

„ჩვენ იმედი გავქვს რომ ეს კომისია გარკვეულ შედეგებს დადებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც პარლამენტის მისაღებია“, - განაცხადა მან.

კომისია, რომლის შემადგენლობაშიც პოლიტიკური, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შედიან, ხუთ სამუშაო ჯგუფს მოიცავს, რომლებიც შემდეგ მიმართულებებზე მუშაობენ: ძალთა ბალანსის უზრუნველყოფა პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს შორის; ადამიანის უფლებები, სასამართლო, პროკურატურა; სხვა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები - უშიშროების საბჭო, ეროვნული ბანკი, სახალხო დამცველი, აუდიტის სამსახური; სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა, ადგილობრივი მმართველობა, თვითმმართველობა; კონსტიტუციის ზოგადი დებულებები და მისი გადასინჯვის წესები.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20