Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ავღანეთში ქართველი სამხედრო დაიღუპა
Civil Georgia, Tbilisi / 23 სექ.'15 / 12:01

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, რომელიც  ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მსახურობდა, პატრულირების დროს დაიღუპა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოთხშაბათს.

კიდევ ერთი ქართველი სამხედრო იმავე ბატალიონიდან დაიჭრა.

„ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა.  სროლის დროს სერჟანტი როსტობაია დაიჭრა. დაჭრილი სერჟანტის ევაკუაციის დროს დაზღვევაზე იმყოფებოდა პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, რომელმაც შეასრულა თავისი ამოცანა და დაიცვა ქვედანაყოფი. სამწუხაროდ, დაჭრილის ევაკუირების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა“, - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ.

ამ ფაქტმა ავღანეთში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი 31-მდე გაზარდა.

სანამ ოთხშაბათს დილით მთავრობის სხდომაზე ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებდნენ, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „გუშინ საღამოს ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცი, სამწუხაროდ, დაიღუპა – ახალგაზრდა კაცი, 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი, პატრულირების დროს მოხდა შეტაკება... ასევე ერთი დაიჭრა, რომელიც გუშინ გადაყვანილ იქნა ჰოსპიტალში და მისი მდგომარეობა არის სტაბილური... გერმანიაში გადავიყვანთ [სამკურნალოდ]“.

საქართველო, დაახლოებით, 885 სამედრო მოსამსახურით მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში.

ქართველი სამხედროები მტკიცე მხარდაჭერის მისიის ბაზაზე ქაბულში, ასევე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე არიან განთავსებულნი.

ქართველი სამხედროების მოვალეობები უსაფრთხოებასა და სწრაფი რეაგირების ქმედებებზეა ფოკუსირებული.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25