Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კვირიკაშვილი და ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ
Civil Georgia, Tbilisi / 8 ოქტ.'15 / 13:28

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 7 ოქტომბერს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდნენ და ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტისგან თბილისის მოლოდინებზე ისაუბრეს.

მომავალი წლის სამიტზე თბილისს სურს, რომ ნატომ ან წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მიანიჭოს, ან გამოაცხადოს, რომ MAP–ი აღარ არის წევრობის წინაპირობა.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა MAP შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ნატოს საბოლოო წევრობისკენ მიმავალ გზაზე. მას შემდეგ საქართველოს MAP–ზე უარს ეუბნებიან.

„ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდით თავდაცვის მინისტრთან ერთად, ეს პირველი რიგში, ჩვენი მხრიდან იყო ნიშანი იმის დემონსტრირებისა, რომ ნატო საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში რჩება უმნიშვნელოვანეს საკითხად და პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ასევე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი მთავრობისთვის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ასევე ვიცე–პრემიერია.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა მოხდეს საქართველოს შესახებ, მის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ აზრის კონსოლიდაცია“, – განაცხადა მან, „გენერალურმა მდივანმა აღგვითქვა დახმარება, რომ მოახდენს ნატო-ს წევრ ქვეყნებში აზრის კონსოლიდაციას, რათა საქართველოს მიერ გაწეული პროგრესი, სათანადოდ იქნას აღნიშნული ალიანსის მიერ. თუ რა სახით იქნება ეს აღნიშნული - MAP-ით თუ ასე შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, MAP არის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რასაც საქართველო უნდა მოელოდეს ალიანსისგან, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანია ნატოს წევრობა. ეს არის მთავარი, რასაც ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა შეხვედრაზე“.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „მე ბევრჯერ მითქვამს ეს და დღესაც იგივეს გავიმეორებ, ამ შემდეგ ეტაპს დაერქმევა ის, რომ საქართველო მიიღებს MAP–ს, თუ დაერქმევა სხვა სახელი, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული საქმიანობიდან გამომდინარე ... საქართველოს აღარ სჭირდება MAP და ისე დგება წევრობის გზაზე, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის“.

„ინტენსიფიკაცია ამ ურთიერთობების ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ, კონკრეტულად რა უნდა ჩაიწეროს დეკლარაციაში, ჩვენი წითელი ხაზების, მათი წითელი ხაზების შესახებ ერთმანეთთან ძალიან გულწრფელი საუბრები გვაქვს. მე დღეს დილით მქონდა შეხვედრა 15 ელჩთან, რომელთანაც სწორედ ეს თემები გავიარეთ“, – განაცხადა მან.

„მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ სურათს იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც ჩვენ დავბრუნდებით ვარშავიდან, იქნება მარტივი, ადვილად ახსნადი, ადვილად გასაგები და არ დატოვებს სპეკულირების და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს. მთავარი ეს არის, რომ ჩვენ გადავიდეთ თვისობრივად სხვა ტიპის ურთიერთობებზე და გავაქროთ ბარიერები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ბრიუსელში 8 ოქტომბერს დაგეგმილი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ალიანსმა და საქართველომ „შარშან პარტნიორობაში დიდ წარმატებას მიაღწიეს“.

„ჩვენ გავხსენით ახალი საწვრთნელი ცენტრი და მან უკვე უმასპინძლა პირველ სწავლებებს. ახლა ჩვენ ველით მომავალ წელს და ნატოსა და საქართველოს შორის შემდგომ ახლო თანამშრომლობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელიც თბილისს აგვისტოს ბოლოს  სტუმრობდა და სადაც ნატო–საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნას დაესწრო.

7 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს.

8 ოქტომბერს თინა ხიდაშელი თავის კოლეგებს შეხვდება ალიანსის წევრი სახელმწიფოებიდან ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12