Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხეს
Civil Georgia, Tbilisi / 24 ოქტ.'15 / 22:14

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 ოქტომბერს საღამოს მოწმის სტატუსით დაკითხა იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების ან ხელში ჩაგდების მუხლით აღიძრა.

"ბოდვაზე და ამ აბსურდზე ახარჯინებენ დროს საქართველოს კონტრდაზვერვას", - განუცხადა დაკითხვიდან გამოსულმა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმის აღძვრის შესახებ შაბათს განაცხადა და აღნიშნა, რომ გამოძიება "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე“ დაიწყო. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მიუთითა, თუ მედია საშუალებებით გავრცელებულმა რომელმა ინფორმაციამ განაპირობა გამოძიების დაწყება. სავარაუდოდ, ის გულისხმობდა ტექსტს, რომელიც ჯერ აიტვირთა  ვებ-გვერდზე სახელწოდებით „უკრაინული ვიკილიქსი“, ჰოსტინგით და რეგისტრაციით რუსეთში, და შემდეგ გავრცელდა ზოგიერთი ქართული მედია საშუალებით, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ მიერ. ტექსტი, რომლის ნამდვილობაც არაფრითაა დადასტურებული, თითქოს წარმოადგენს ოდესის გუბერნატორს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას შორის 22 ოქტომბერს სტამბულის აეროპორტში საუბრის სტენოგრამას. ამ ტექსტის თანახმად, რომელიც იმ ვებ-გვერდზე დაიდო, რომელიც ძირითადად სააკაშვილის საწინააღმდეგო, დაუდასტურებელ მასალებს აქვეყნებს, ორი პირი საუბრობს  „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებზე თავდასხმის მოწყობის გეგმებზე, რათა ამან გამოიწვიოს მასობრივი პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ.

ბოკერიამ, რომელიც სააკაშვილთან ერთად კვირის დასაწყისში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას ესწრებოდა მადრიდში, გამოქვეყნებულ ტექსტს „ძალიან სასაცილო ბოდვა“ უწოდა.

"მე არ მეგულება არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც სერიოზულად აღიქვამს ამ საკითხს", - განაცხადა მან დაკითხვის შემდეგ. 

"მაგრამ ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა აღვიქვათ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ივანიშვილის რეჟიმის სახით", - დასძინა მან. 

გიგა ბოკერიამ, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მანამდე გაკეთებულ ცალკე კომენტარში განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნების  შანსი არ აქვს და არჩევნებამდე „ერთი წლით ადრე ცდილობს გაანეიტრალოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13