Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს
Civil Georgia, Tbilisi / 30 ოქტ.'15 / 13:05

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სწავლობს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს საქართველოს ექს-პრეზიდენტს, ოდესის გუბერნატორს  მიხეილ სააკაშვილსა და „რუსთავი 2“-ის დირექტორს ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას შორის იმ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც უწყებამ 24 ოქტომბერს  სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით დაიწყო.

ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 ოქტომბერს მას შემდეგ გააკეთა, რაც წინა დღეს ინტერნეტით სატელეფონო საუბრის ორი ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საჭიროებაზე ბარიკადების მოწყობის მეშვეობით, მოუწოდებს „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ და ამბობს, რომ საჭიროა „ფიზიკური დაპირისპირება“, რომლის დროსაც უნდა იყოს „ცხვირ-პირის დანაყვები“ და „საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება უცებ“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ 30 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ  „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე“ 24 ოქტომბრიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

„როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკვე გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით“, - განაცხადა იზორიამ მხედველობაში ჰქონდა რა სათვალთვალო კამერების დამონტაჟება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარე პერიმეტრზე და ასევე 24-საათიანი პატრულირება მიმდებარე ტერიტორიაზე.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით“, - განაცხადა იზორიამ ბრიფინგზე.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ პარტიის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია, რომელიც მოწმის სახით ერთხელ უკვე დაკითხეს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაიბარეს დასაკითხად. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელიც სატელეფონო საუბრების ერთ-ერთი ფიგურანტია, ასევე განაცხადა, რომ ისიც არის დაბარებული საგამოძიებო უწყებაში. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას დააკავებენ, „რუსთავი 2“-ის დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი შეასრულებს.

ლევან იზორიამ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით“.

მან ბრიფინგის ბოლოს, რომელიც ჟურნალისტების შეკითხვების გარეშე დასრულდა, ასევე დასძინა, რომ „საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას დამატებით აცნობებს“.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29