Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის თხოვნით სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის მოქმედება შეაჩერა
Civil Georgia, Tbilisi / 2 ნოე.'15 / 13:57

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელ აღსრულებას ეხება და რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ტელეკომპანია საქართველო თავიანთ სარჩელში თხოვენ.

ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ „რუსთავი 2“- საკუთრებაზე მიმდინარე დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, თუ ის ყოფილი თანამფლობელის, მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ იქნება მიღებული, რომელიც ტელეკომპანიაში წილების დასაბრუნებლად იბრძვის, დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდება და  მხარეებს დავის გაგრძელება, სურვილის შემთხვევაში, სასამართლოს ზემდგომ ინსტანციებში არსებული სტატუს კვოს პირობებში მოუწევთ.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა - კერძოდ, კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსრულება დაშვებულია,  „ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება“ - მანამ იქნება შეჩერებული, ვიდრე ის საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს ამ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე. მოსარჩელე აცხადებს, რომ ეს ნორმა კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან მოდის წინააღმდეგობაში. 

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს პრესრელიზში.

მოსარჩელეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად მიმართეს. "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკეთა პროგნოზი, რომ სასამართლო მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებდა და მის დაუყოვნებლივ აღსრულებას მოითხოვდა.

კონსტიტუციური დავის ფარგლებში, მოსარჩელეები სადავო ნორმის შეჩერებასთან ერთად ასევე ითხოვდნენ იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობასაც, რომელიც მოსამართლეს დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზეპირი განხილვის გარეშე აძლევს, რაც მოსარჩელეთა მტკიცებით, კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებებს ზღუდავს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8