Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი „რუსთავი 2“–ის საქმეზე
Civil Georgia, Tbilisi / 5 ნოე.'15 / 13:25

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც ყურადღებით დააკვირდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრებაზე დავის სასამართლოს ზემდგომ ინსტანციებში მსვლელობას,  განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.

როდესაც მას 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“–ის საქმის შესახებ ჰკითხეს, მან ასევე განაცხადა, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა მედიის თავისუფლების საკითხი 2 ნოემბერს ვაშინგტონში აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე წამოწია; მისი თქმით, აშშ მომავალშიც გამუდმებით დააყენებს ამ საკითხს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რომელმაც საკუთარი წილების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით აგვისტოში მიმართა. „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატები განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ კონკრეტული საქმის მსვლელობას“, – განაცხადა კირბიმ და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აპელაციის ყველა საფეხურის მონიტორინგს გააგრძელებს მომავალში.  

„ამ საქმის მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი ინტერესის გათვალიწინებით, შეერთებული შტატები მიესალმება ყველა მხარის მშვიდ და თავშეკავებულ რეაქციებს პირველ განაჩენზე“, – განაცხადა მან.

„მედიის თავისუფლება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა დემოკრატიის მთავარი საყრდენებია და ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებული ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს საკითხი ორშაბათს პლენალურ სესიაზე იქნა განხილული და უნდა გქონდეთ იმის სრული მოლოდინი, რომ ამ საკითხს ჩვენ კვლავ გამუდმებით წამოვწევთ“, – დასძინა კირბიმ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13