Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალური მოძრაობა ახალი თავჯდომარის არჩევას არ აპირებს
Civil Georgia, Tbilisi / 7 დეკ.'15 / 12:43

ყოფილი სახელისუფლებო და ამჟამად ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ვაკანტურს დატოვებს და ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილის შემცვლელს არ აირჩევს. 

სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან ერთად, დაკარგა ასევე უფლება, იყოს პარტიის თავმჯდომარე.

ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვეტილება თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურად დატოვების შესახებ 5 დეკემბერს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.

სააკაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელია და პარტიას 2001 წლიდან ლიდერობდა, პარტიის თავმჯდომარედ ბოლოს ხელახლა 2013 წლის ოქტომბერში აირჩიეს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მართალია ფორმალურად სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარე აღარ არის, მაგრამ ლიდერად ის მაინც რჩება.

„ამ პარტიის დამფუძნებელი არის მიხეილ სააკაშვილი; ასევე მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის უპირობო ლიდერი. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს სამართლებრივი თუ სხვა სახის რაღაც ძალადობა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს ნაციონალური მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილს შორის კავშირის გაწყვეტას“, - განაცხადა წიკლაურმა.

„უკვე სამი წელია პარტია გადასულია გუნდურ მმართველობაზე. არსებობს პოლიტიკური საბჭო, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში, ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავმჯდომარის არჩევის“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 5 დეკემბერს, „გუნდურად, ერთიანად ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ მთავარ ამოცანას და 2016 წლის არჩევნებით დავამარცხებთ და სახლში გავუშვებთ ამ ხელისუფლებას“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38