Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას 2016 წლის ოქტომბრისთვის იმედოვნებს
Civil Georgia, Tbilisi / 12 დეკ.'15 / 12:49

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იანვარში გაიმართება, განუცხადა პარასკევს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კოლეგებს მთავრობის სხდომაზე.

„ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი ოქტომბრისთვის ამ მოლაპარაკებებს დავასრულებთ“, - აღნიშნა მან.

ქუმსიშვილი 10 დეკემბერს პეკინში იმყოფებოდა, სადაც მან ჩინეთის  წარმომადგენელთან საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან ჭუნ შანთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

მთავრობის იმავე სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებების დასრულებას „ერთი წლის განმავლობაში“ ელის.

მისი თქმით, ჩინეთთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველო, რომელსაც უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები ევროკავშირთან, თურქეთთან, რუსეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთანაც,  იქნება „ცენტრი“ და „ბუნებრივი დამაკავშირებელი ევროპის და აზიის“.

„სწორედ ამ მისიის შესრულებას ვიწყებთ ჩვენ რეალურად დღეს, ამის რეალიზება ხდება ახლა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ ყველა სახელმწიფოსთან უნდა გვქონდეს ძალიან მჭიდრო, კონსტრუქციული, პრაგმატული ურთიერთობა“, - აღნიშნა მან.

„საქართველო უნდა გავხადოთ მართლაც ვაჭრობის ცენტრი, ეს აღარ უნდა იყოს რაღაც დაპირისპირების და  კონფლიქტების ადგილი. ეს უნდა გახდეს ვაჭრობის, შეთანხმებების, ტურიზმის ცენტრი და ჩვენ ამის ყველა რესურსი გაგვაჩნია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24