Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი: რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს
Civil Georgia, Tbilisi / 17 დეკ.'15 / 17:03

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა ხუთშაბათს თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომ მოსკოვი მზად არის საქართველოს მოქალაქეებისთვის „სავიზო რეჟიმი გააუქმოს“.

როდესაც მას ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტმა ჰკითხა ზოგადად რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებისა და კონკრეტულად ვიზების შესახებ, პუტინმა პასუხის გაცემა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრით დაიწყო და ის 2008 წელს  „ავანტურისტული გადაწყვეტილებების“ მიღებაში დაადანაშაულა, რასაც, მისი თქმით, „საქართველოს ტერიტორიული დაშლა მოყვა“.

„ეს მთლიანად მათი ბრალია“, – განაცხადა პუტინმა საქართველოს წინა ხელისუფლებაზე.

მისი თქმით, სააკაშვილის დანიშვნა ოდესის გუბერნატორად „უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხებაა“.

„რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ეს პირველ რიგში ქართველი ხალხის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საქმეა. მათთან უნდა იმუშაოთ; ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავეთანხმებით“, – განაცხადა პუტინმა.

„მიუხედავად ყველა სიძნელისა... ჩვენ ვხედავთ სიგნალებს საქართველოს მოქმედი ხელმძღვანელობისგან და ამ სიგნალებს ვიღებთ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ქართული ღვინის ორი მესამედი სწორედ რუსეთის ბაზარზე შემოდის და არა სადმე, საზღვარგარეთ“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მართალია ზოგადად ეკონომიკური სიტუაციის გამო  ორმხრივი ვაჭრობა შენელდა, მაგრამ „საერთო ჯამში, საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპები ფიქსირდება“.    

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველომ 2015 წლის პირველ 10 თვეში 28.1 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც დაახლოებით ნახევარი რუსულ ბაზარზე შევიდა.

„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მზად ვართ სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, - განაცხადა პუტინმა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების, თუმცა არა გაუქმების საკითხი რეგულარულად დგებოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ამ საკითხზე  მოსკოვის პოზიცია იყო, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ნაკლებად შესაძლებელია, ვიდრე არ აღდგება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არის შეწყვეტილი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13