Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გადადგომას გეგმავს
Civil Georgia, Tbilisi / 23 დეკ.'15 / 17:25

ქართული მედია საშუალებები ოთხშაბათს იტყობინებიან, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება და მას ამ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი შეცვლის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ღარიბაშვილი „საგანგებო განცხადების“ გაკეთებას 20 საათისთვის გეგმავს. თავდაპირველად განცხადების გაკეთება 18 საათისთვის იგეგმებოდა, თუმცა ორი საათით გადაიდო.

ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ შეკითხვის საპასუხოდ, ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა: „არის ამ საკითხზე მსჯელობა. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ნაჩქარევი განცხადებები ამასთან დაკავშირებით... [მთავრობის] ადმინისტრაციაში საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გადადგომას, მის სურვილს ამასთან დაკავშირებით, დასტური არ გვაქვს“.

„ამასთან დაკავშირებით გავიგებთ მოგვიანებით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ მთავრობის კანცელარიაში ღარიბაშვილის განცხადების დაანონსებამდე.   

საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერის შეცვლა მთავრობის გადადგომას და ახალი კაბინეტის მიერ პარლამენტის ნდობის მოპოვების საჭიროებას აჩენს. პროცედურის თანახმად, პრეზიდენტი წამოაყენებს ფორმალურად ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერობის კანდიდატურას, რომელიც ამის შემდეგ შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, რასაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18