Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უფლებადამცველები პარლამენტს მოუწოდებენ არ მიიღოს ‘რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან’ დაკავშირებული ცვლილებები
Civil Georgia, Tbilisi / 4 თებ.'16 / 18:15

უფლებადამცველი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს არ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის“ ჯარიმების შემოღებას ითვალისწინებს, რადგან ეს  „მნიშვნელოვნად შეზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში“.

ქართული ოცნების დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებულ ამ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა 2 თებერვალს დაუჭირა მხარი. კანონპროექტს კრიტიკა მოჰყვა მმართველი კოალიციის ცალკეული წევრების მხრიდან, განსაკუთრებით კი რესპუბლიკელი დეპუტატებისგან.

„ვფიქრობ, პარლამენტმა ეს კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. ჩემი აზრით, იგი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს ეწინააღმდეგება. მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება და მას მხარს არ დავუჭერ“, - განაცხადა რესპუბლიკელმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ლევან ბერძენიშვილმა.

კანონპროექტი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის შემოღების თაობაზე იურიდიულმა კომიტეტმაც უნდა განიხილოს, სანამ სასესიო დღის წესრიგში მისი ჩასმა მოხდება.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციამ „არა ფობიას“ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, ასევე, „კიდევ უფრო მეტად შეავიწროებს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას ქვეყანაში“.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დაუჭირა მხარი, რომლის ძირითადი ფუნქციაც სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, დემოკრატიული პრინციპების დაცვის ხელშეწყობა უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო; მედიის განვითარების ფონდი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; იდენტობა; საფარი და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

მათ ასევე განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტში 2 თებერვალს გამართული განხილვების შედეგად „ცალსახად იკვეთება, რომ კანონის მიღების მიზანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული ჯანსაღი კრიტიკის აკრძალვა წარმოადგენს“.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში განხილვის საგანი არა რელიგიური უმცირესობების მიმართ გახშირებულ თავდასხმებზე და რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებზე შესაბამისი რეაგირების გზების ძიება, არამედ საზოგადოების მხრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯანსაღი კრიტიკის გაუმართლებელი შეზღუდვა გახდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქომ 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „რეალობას არ შეესაბამება“ გავრცელებული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ ან იმასთან დაკავშირებით, რომ „მისი მიზანი თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის "ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა“. 

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისმწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა“, - განაცხადა საპატრიარქომ.

2015 წლის იანვარში საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ის ვალდებულია დაიცვას „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი“, რათა დაცული იქნას მორწმუნეთა უფლებები მათი „რელიგიური გრძნობების შელახვისგან“.

ამასთან, 2013 წლის ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ადმინისტრაციული დანაშაულების ჩამონათვალს უმატებდა, თუმცა მაშინ ამ ინიციატივაზე უარი ითქვა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19