Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პეტიცია მოთხოვნით ‘შეაჩერე’ სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება
Civil Georgia, Tbilisi / 8 თებ.'16 / 18:19

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს „დაუყოვნებლივ შეჩერდეს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება“ მანამ, სანამ კანონმდებლობით არ განისაზღვრება მოსამართლეთა დანიშვნის ახალი წესები.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტს მთავრობამ ივლისში წარუდგინა და სხვა საკითხებთან ერთად, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებს, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესებს განსაზღვრავს, დეპუტატებს პირველი მოსმენით გასულ კვირას უნდა განეხილათ, თუმცა კვორუმის უქონლობის გამო პარლამენტის სხდომა ჩაიშალა და საკითხის განხილვამ მომდევნო სასესიო კვირისთვის გადაიწია.

პარალელურად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც დეკემბრიდან მოყოლებული ხშირად ხდება კრიტიკის სამიზნე მისი სადავო გადაწყვეტილების გამო, რომელიც ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელახლა დანიშვნას და ზოგადად იმ წესებს, ეხება, რომელთა საფუძველზეც მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა ხდება,  მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსებს აგრძელებს. კრიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა გასული კვირიდან, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა გამოთქვა ეჭვი, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის დროს ტესტები წინასწარ გახდა ხელმისაწვდომი სულ ცოტა ერთი კანდიდატისთვის. ახვლედიანმა განაცხადა, რომ მისი ამ განცხადების შემდეგ, რომლის მოკვლევაც მიმდინარეობს, იუსტიციის საბჭომ მის მიმართ დისციპლინარული დევნა დაიწყო.

ის მოსამართლეები, რომლებიც იუსტიციის საბჭოს მიერ მიმდინარე კონკურსის ფარგლებში შეირჩევიან, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ საერთო სასამართლოებში თანამდებობებზე შესაძლოა უვადოდ გამწესდნენ. თუმცა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, შესაძლოა, გამოსაცდელი ვადა აღარ შეეხოთ და პირდაპირ უვადოდ დაინიშნონ ის მოსამართლეები, რომლებსაც მოსამართლეობის 10-წლიანი მუშაობის სტაჟი აქვთ.

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 8 თებერვალს წამოიწყო პეტიცია სახელწოდებით „შეაჩერე“, რომლის ძირითადი მოთხოვნაა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართ დროებით შეწყვიტოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, ხოლო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ „ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე, დაიწყოს მუშაობა ქვეყანაში მოსამართლის დანიშვნის გამჭვირვალე, სამართლიანი და დასაბუთებული სისტემის შესაქმნელად“.

პეტიციაში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ისინი „მიიღება არა ობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით, არამედ ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შესაბამისად, მათი ერთმანეთთან კულუარული გარიგებების გზით“.

„მოსამართლეებზე არაჯანსაღი გავლენების მოხდენას და კონკრეტული ჯგუფების მიერ კონტროლის დამყარებას ხელს უწყობს ხარვეზიანი კანონმდებლობა“, რომლის საფუძველზეც, კოალიციის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს ნიშნავს ან უარს ამბობს მათ დანიშვნაზე „ყოველგვარი დასაბუთების გარეშე“ იმ მოცემულობაში, როცა ეს გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება გასაჩივრებას და ასევე, „გვერდს უვლის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კრიტერიუმების შემოწმებას და არ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს საუკეთესო კანდიდატების შესარჩევად“.

„არსებულ პირობებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დაგვაშორებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის იდეისგან“, - ნათქვამია პეტიციაში, „ამდენად, აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის დაუყოვნებლივ შეცვლა. მოსამართლეთა კორპუსის მნიშვნელოვან ნაწილს უფლებამოსილების ვადა სწორედ ამ პერიოდში ამოეწურა ან უახლოეს თვეებში ეწურება. ვაკანტური ადგილების არსებული უსამართლო და არაკონსტიტუციური პროცესის გზით შევსება კი, აზრს უკარგავს შემდეგში კანონმდებლობის გაუმჯობესებას, რასაც პოზიტიური გავლენა ვეღარ ექნება სასამართლოს სათანადო კადრებით დაკომპლექტებაზე“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13