Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალი რუსეთთან შეერთებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე რეფერენდუმის გამართვას განიხილავს
Civil Georgia, Tbilisi / 22 თებ.'16 / 12:15

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე რეფერენდუმის გამართვის ინიციატივით გამოდის, რაც დე ფაქტო პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, რომ მოსკოვს ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების თხოვნით მიმართოს.

19 თებერვალს სეპარატისტული რეგიონის პარლამენტში გამოსვლისას თიბილოვმა განაცხადა, რომ ეს უფრო მოქნილი ფორმა იქნება რუსეთთან შეერთების თაობაზე სამხრეთ ოსეთის „ოცნების“ მისაღწევად, ვიდრე პირდაპირ რეფერენდუმის გამართვა, შევიდნენ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში. მან მიანიშნა, რომ რეფერენდუმის „განსაკუთრებული ფორმა“ ცხინვალს „საკონსტიტუციო საფუძველს“ შეუქმნის იმისათვის, რომ მოსკოვთან წინასწარი შეთანხმებით გაწევრიანების პროცესი დაიწყოს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება.

მოწოდებები რუსეთთან შეერთების თაობაზე 2008 წლის აგვისტოს ომამდე ხშირად ისმოდა ცხინვალში და მას შემდეგაც ეს საკითხი დროდადრო მუსირებს. 2015 წლის ოქტომბერში თიბილოვმა განაცხადა, რომ ის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების ინიცირებას გეგმავს, თუმცა კრემლმა მაშინ განაცხადა, რომ ეს საკითხი ცხინვალთან განხილვის თემა არ ყოფილა. იმავდროულად, რუსმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს არ იყო საუკეთესო დრო ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის საერთაშორისო კონტექსტის გამო და რომ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთებას მოსკოვისთვის უფრო მეტი მინუსები აქვს, ვიდრე პლუსები.

„არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს სულ უფრო ხშირი მოთხოვნები დასავლეთის ლიდერებისგან რუსეთის მიმართ, რომ მან გააუქმოს ჩვენი რესპუბლიკის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება. ასევე გვაშფოთებს საერთაშორისო სიტუაციის მკვეთრი გაუარესება, უკრაინაში, სირიასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, ნატოს მოახლოება რუსეთის საზღვრებთან, მზარდი ანტი–რუსული და ანტი–ოსური საომარი რიტირიკა ჩვენი სამხრეთელი მეზობლების მხრიდან“, – განუცხადა თიბილოვმა სეპარატისტული რეგიონის პარლამენტს 19 თებერვალს. 

„ამ პირობებში ჩვენ კიდევ უფრო მწვავედ ვგრძნობთ ჩვენი დიდი ხნის ოცნების განხორციელების საჭიროებას – დიდ რუსეთთან შეერთებას და გაყოფილი ოსი ხალხის პრობლემის მოგვარებას. აშკარაა, რომ მხოლოდ ამ გზით მოვიპოვებთ გრძელვადიან – ათწლიან და ასწლიან გარანტიებს ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის“, – განაცხადა მან.

„ამიტომ წელს ჩვენ ვაპირებთ, განვაგრძოთ კონსულტაციები რუსულ მხარესთან რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. გვესმის რა საკითხის მთელი სირთულე და დელიკატურობა, და არ გვსურს რა, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს სირთულეები შევუქმნათ საერთაშორისო არენაზე, ვფიქრობ, რომ რეფერენდუმი განსაკუთრებული ფორმით უნდა გაიმართოს“, – განაცხადა თიბილოვმა.

„ამიტომ, განიხილება შესაძლებლობა, რომ კენჭისყრაზე დადგეს საკითხი ჩვენს კონსტიტუციაში ცალკე ნორმის შეტანის თაობაზე, რაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, რომ რუსეთის ფედერაციას სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში მიღების წინადადებით მიმართოს“.

„შედეგად, ჩვენ მივიღებთ მყარ საკონსტიტუციო საფუძველს რუსეთში შესვლის თაობაზე საკითხის ინიცირებისთვის, და ამასთან ერთად, არ დავავალდებულებთ რუსულ მხარეს, რომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს ჩვენი რეფერენდუმის შედეგებზე. მოგვიანებით, რუსულ მხარესთან შეთანხმების გზით, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ დაყოვნების გარეშე გამოვიდეთ ინიციატივით რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ“, – განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20