Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენა
Civil Georgia, Tbilisi / 22 თებ.'16 / 16:30

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარეობიდან 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე გაათავისუფლა.

მამუკა ახვლედიანი ბოლო პერიოდში ღიად აკრიტიკებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას და ერთ-ერთ თავის ბოლო გამოსვლაში ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის დროს ტესტები წინასწარ გახდა ხელმისაწვდომი სულ ცოტა ერთი კანდიდატისთვის, რაზეც საბჭოში მოკვლევა ჩატარდა. როგორც ახვლედიანის აცხადებდა, მისი ამ განცხადების შემდეგ, საბჭომ მის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. 

ახვლედიანმა მის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას "პირადი შურისძიება" და "პირდაპირი დევნა" უწოდა.

თუმცა იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელობამ უარყო, რომ ახვლედიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მისი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე მიიღო და განაცხადა, რომ ამის მიზეზი ის „პრობლემები“ გახდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა განაწილების და „მენეჯმენტის ეფექტურობის“ კუთხით დაფიქსირდა

„ეს არ ყოფილა რევანში“, - განუცხადა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და დასძინა, რომ ახვლედიანი, რომელიც 2007 წლიდან რუსთავის, ხოლო 2012 წლის ნოემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, რიგით მოსამართლედ რჩება.

„მას შეუძლია ყოველთვის გამოხატოს თავისი პოზიცია თამამად, არავინ არ დევნის მას“, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ორშაბათს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომელსაც საბჭოს 12 წევრმა დაუჭირა მხარი 1-ის წინააღმდეგ.

გადაწყვეტილების წინააღმდეგ იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის კვოტით დანიშნულმა ვახტანგ მჭედლიშვილმა მისცა ხმა, რომლის შეფასებითაც, საბჭო თავის უფლებამოსილებას გასცდა და ასევე შეცდომა დაუშვა, როცა ახვლედიანი, რომელიც იუსტიციის საბჭოს სხდომას არ დასწრებია, ისე გაათავისუფლა, რომ არ მოუსმინა მას.

არსებული კანონმდებლობით, საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან.  დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რომელიც პარლამენტს მეორე და მესამე მოსმენით ჯერ კიდევ მისაღები აქვს, სასამართლოს თავმჯდომარეებს საბჭო მოსამართლეთა შეთავაზების საფუძველზე დანიშნავს. ამავე ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, საქმეები მოსამართლეებზე ელექტრონული წესით განაწილდება და არა სასამართლოს თავმჯდომარეთა გადაწყვეტილებით. 

ახვლედიანის გათავისუფლების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს გიორგი ებანოიძეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება ამავე კოლეგიის მოსამართლეს ეკა არეშიძეს დააკისრა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38