Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს შტაბბინას სტუმრობს
Civil Georgia, Tbilisi / 3 მარ.'16 / 13:07

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრე ვერშბოუს 2 მარტს ბრიუსელში შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა მიხეილ ჯანელიძისა და ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების მონაწილეობით.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაიმეორა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს „რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის“ მიმართ და განაცხადა, რომ თანამშრომლობის არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველოს 2014 წელს შესთავაზეს, კარგად ხორციელდება.

მან ასევე „ხაზი გაუსვა მოკავშირეების მზადყოფნას მოიძიონ გზები საქართველოსთან ნატოს თანამშრომლობის გასაძლიერებლად“.

„შეხვედრის დროს, გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოში რეფორმების გაგრძელების საჭიროება აღნიშნა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში ალიანსის ოპერაციაში მისი წვლილისთვის. ამ წვლილმა, მისი თქმით, ქართულ შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა ნატოს ძალებთან თავსებადობის მაღალი დონისთვის მიეღწია“, - ნათქვამია ნატოს პრესრელიზში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ასევე „განხილული იქნა ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი“.

„გამოიხატა მზადყოფნა გადაიდგას ერთობლივი ნაბიჯები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით“, - განაცხადა საგარეო უწყებამ.

მართალია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს დეკემბერში, რომ საქართველოს „აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ საბოლოო წევრობისთვის მოემზადოს“, მაგრამ მათ ასევე დაადასტურეს, რომ საქართველომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის ჯერ უნდა გაიაროს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ეტაპი, რომლის მიცემაზეც ქვეყანას 2008 წლის შემდეგ უარს ეუბნებიან.  ნატოს და საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ალიანსი, სავარაუდოდ, არ მისცემს MAP–ს საქართველოს წლევანდელ ვარშავის სამიტზე. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ MAP–ზე გადაწყვეტილება, როდესაც მასზე ალიანსში კონსენსუსი შედგება, ფაქტიურად ნატოში გაწევრიანების მოწვევის ტოლფასი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8